მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 1

1იყო კაცი ერთი არმათემს სიფასისასა, მთათაგან ეფრემისთა, სახელი მისი ელკანა, ძე ერემელისა, ძისა ელისი, ძისა თოკესი, ნასეფსა საზღუართა მათ ეფრემისთა.

2და ესხნეს მას ორ ცოლ და სახელი ერქვა ერთსა მას ანნა და მეორეს - ფენნა. და ესხნეს ფენნას ყრმები, ხოლო ანნას არა ესვა.

3და აღვიდის კაცი იგი დღითი დღე ქალაქით თჳსით არმათემით წესისაებრ თაყუანის-ცემად უფლისა ღმრთისა ძალთასა და მსხუერპლის შეწირვად სელომს შინა. და მუნ იყო ელი და ორნი იგი ძენი მისნი: ოფნი და ფინეზ, მღდელნი იგი უფლისანი.

4და ვითარცა მოვიდა დღე შეწირვისა მათისა, შეწირა ელკანა და სცა ფენნას, ცოლსა თჳსსა, და ძეთა თჳსთა და ასულთა თჳსთა ნაწილები.

5ხოლო ანნას მისცა ერთი ნაწილი, რამეთუ არა ესვა შვილი, და უყუარდა ელკანას ანნა უფროს ფენნაჲსა ამისთჳს, რამეთუ უფალმან დაჴშა საშო მისი,

6რამეთუ არა ესვა მას შვილი და გულისსიტყუათა გულისა მისისათა იურვოდა იგი ამისთჳს, რამეთუ ბრძანა უფალმან დაჴშვა საშოსა მისისა და არა მოსცა შვილი.

7ესრე ყვის წლითი წლად აღსლვასა მისსა ტაძარსა მას უფლისასა, წუხნ და ტირნ და არა რას სჭამნ.

8და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან, ანნას. და ჰრქუა მას: აჰა, აქა ვარ, უფალო! ჰრქუა მას ელკანა: რა არს, რამეთუ სტირ და არა სჭამ და განიკაფები? მე არა უმჯობეს ვარა შენთჳს ვიდრეღა ათთა შვილთასა?

9და აღდგა ანნა შემდგომად პურის ჭამისა მათისა სელომს შინა, წარდგა წინაშე უფლისა და ელი, მღდელი უფლისა, ჯდა საყდართა ზღურბლთა ზედა ტაძრისა მის უფლისათა.

10და ანნა ურვითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ ტირილითა და იტყოდა:

11უფალო ღმერთო, უკუეთუ ხილვით მომხედო მწუხარებასა ამას მჴევლისა შენისასა და მცე მე მკჳდრი მამაკაცი, განგიკუთნო იგი წინაშე შენსა მსახურ აღთქუმისად დღედმდე სიკუდილისა მისისა, ღვინო და მთრვალობისა გემო ვერა იხილოს, მახჳლი ვარსამით არა აღვიდეს თავსა მისსა.

12და რაჟამს განაგრძო ანნა თაყუანის-ცემა წინაშე უფლისა და ელი მღდელი არა უტევებდა მას სიტყუად, ხოლო იგი ეტყოდა გულსა თჳსსა.

13და ბაგენი მისნი იძრვოდეს ოდენ, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა, შეესმა მისი უფალსა და ელის მთურალობა ეგონა.

14ჰრქუა მას ყრმამან ერთმან ელისმან: გთროდის ხოლო? არამედ მირიდე პირისაგან უფლისა და განაქარვე ღჳნო ეგე.

15მიუგო ანნა და ჰრქუა: არა ეგრე არს, უფალო, არამედ მე დედაკაცი ვარ ურვილი გულითა, რამეთუ ღჳნისა და მთურალობისა გემო ვერა მიხილავს, არამედ განვფენ წინაშე უფლისა ლოცვათა ჩემთა.

16ხოლო შენ ნუ ეგრე გგონიეს მჴევალი ესე შენი, არამედ დედაკაცი ერთი ასულთაგანი სურსუტთა, რამეთუ სიმრავლითა ურვათა ჩემთათა ვიტყოდე აქამომდე.

17მიუგო ელი და ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე შენ მშჳდობით! ღმერთმან ისრაჱლისამან მოგეცინ შენ ყოველი თხოვა გულისა შენისა, რაჲცა ითხოო მისგან.

18და თქუა ანნა: აწღა ვპოე მადლი წინაშე შენსა მჴევალმან შენმან! და წარვიდა ანნა გზასა თჳსსა სიხარულით და შევიდა იგი სახლად თჳსსა, ჭამა და სვა ქმრისა თჳსისა თანა, და პირი მისი არღარა მწუხარე იყო.

19აღიმსთვეს განთიად თაყუანის-ცემად უფლისა და შეუდგეს გზასა თჳსსა არმათემად და შევიდა ელკანა ცოლისა თჳსისა ანნას თანა, რამეთუ მოიჴსენა იგი უფალმან და მიუდგა.

20და ჟამსა თჳსსა შვა ძე და უწოდეს სახელი მისი სამოველ, რამეთუ თქუა: უფლისაგან ღმრთისა ძალთასა ვითხოვე ესე.

21და აღვიდა კაცი იგი ელკანა და ყოველი სახლი მისი შეწირვად მსხუერპლისა სელომსა შინა წესთა მათ ჩუეულებისა მათისათა აღნათქვემთა თჳსთა და ყოველთა ათეულთა ქუეყანისა მისისა შეწირვად,

22ხოლო ანნა არა აღვიდა მის თანა, რამეთუ ჰრქუა ქმარსა თჳსსა, ვითარმედ მე არა აღვიდე ვიდრე განყენებადმდე ყრმისა ამის ძუძუსაგან, და მაშინ წარვადგინო იგი წინაშე უფლისა და ჯდეს მუნ უკუნისამდე ჟამთა.

23და ჰრქუა მას ელკანა, ქმარმან მისმან: ეგრე ყავ, რაჲცა სათნო-გიჩნს; ჯედ, ვიდრემდე განაყენო იგი ძუძუსა; ხოლო აღასრულენ უფალმან ყოველი თხოვა შენი! და დაჯდა დედაკაცი იგი და პოხდა ყრმასა მას ვიდრე განყენებადმდე ძუძუსა.

24და შემდგომად მისა აღვიდა იგი სელომად და თანაწარიბა მან ზვარაკი ერთი სმნიერი და პური და გრივი ერთი სამინდო და საწდითა ღჳნო და შევიდეს ტაძარსა მას უფლისასა სელომს და ყრმაცა იგი მათ თანა.

25და წარუდგინეს წინაშე უფლისა და დაკლა მამამან მისმან ზვარაკი იგი და შესწირეს მსხუერპლი უფლისა წესისაებრ პირველისა, რომელ შესწირიან წინაშე უფლისა და წარუდგინეს ყრმა იგი უფალსა, და რამეთუ დაიკლა ზვარაკი იგი ცხოვრებად ყრმისა მისთჳს.

26და მიიყვანა დედამან მისმან ყრმა იგი ელი მღდელისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო ჩემო, ცხოველ არს სული შენი; მე ვარ დედაკაცი იგი, რომელი წარმოდგომილ ვიყავ შენ წინაშე

27შეწირვად ლოცვათა ჩემთა უფლისა მიმართ, რამეთუ ვილოცევდი ყრმისა ამისთჳს. და მომცა მე უფალმან თხოვა იგი ჩემი, რომელი ვითხოვე მისგან.

28აჰა ესერა, დგეს ესე წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა მსახურებად უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა! და ილოცა ანნა და თქუა:


შემდეგი თავი