მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 10

1მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა და დაასხა თავსა ზედა და ამბორს-უყო მას და რქუა: გცხო შენ მეფედ უფალმან ერსა მას თჳსსა ზედა ისრაჱლსა! და შენ უძღოდი ერსა მას უფლისასა, და იჴსნნე იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა! და ესე სასწაულ იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან შენმან და დაგადგინა შენ სამკჳდრებელსა თჳსსა ზედა.

2და ესე სასწაულ იყოს შენდა: ვითარცა წარხჳდე დღეს ჩემგან, შეგემთხჳვნენ მუნ ორნი კაცნი საფლავსა მას თანა რაქაელისასა, საზღვართა მათ ბენიამენისათა, სამხრით ოდენ, და იწყონ ვლდომად შენს წინაშე და გითხრან შენ, ვითარმედ: ვიპოვნეთ ვირნი იგი, რომელთა შენ ეძიებდი და მამასა დაუვიწყებიეს ზრუნვა კარაულისა მის და თქუენთჳს იურვის, ვითარმედ: ვიდრემე ჴდა შვილი იგი ჩემი?

3და ვითარ წარხჳდე მცირედ მახლობელად მუხასა მას თანა შუენიერსა, და შეგემთხჳნენ მუნ სამნი კაცნი, აღმავალნი ღმრთისა ბეთელად. ერთსა ჰქონდენ სამნი თიკანნი, და ერთსა ჰქონდეს ტიკით ღჳნო და ერთსა ჰქონდეს კიშტე, სავსე პურითა.

4და მოგიკითხონ შენ მშჳდობით და მოგიპყრან და გრქვან შენ, ვთარმედ: ნაწილ-იღე ამისგან და შენ ნაწილ-იღო ყოვლისა მისგან.

5და მისა შემდგომად ახჳდე შენ ბორცუსა მას ღმრთისასა, სადა-იგი არს გუნდი უცხოთესლთა. და რაჟამს შეხჳდე ქალაქად, შეგემთხჳოს შენ დასი ერთი წინაწარმეტყველთა, გარდამომავალი ბამით, და წინაშე მათსა პარით მემღერნი და ქნარით, ნესტჳ და ბობღანი. და იგინი წინაწარმეტყუელებდენ მათ თანა.

6და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისა, და შენცა წინაწარმეტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახალ კაცად.

7და იყოს, რაჟამს აღესრულოს ესე ყოველი სასწაული შენ ზედა, ჰქმენ ყოველი, რაჲცა გინდეს, რამეთუ უფალი შენ თანა არს.

8აწ შენ უწინარეს აღვედ გალგალად და მე მოვიდე მუნ შეწირვად მსხუერპლთა საკურთხისათა და შესაწირავთა მშჳდობისათა და მელოდე მე შჳდ დღე, ვიდრემდე მე მოვიდე შენდა და გაუწყო შენ, რა-იგი ჯერ-იყოს ყოფად შენდა.

9და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარცა წარ-ოდენ-ვიდა სამოველისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განახლდა და მოიწია ყოველი ესე სასწაული მის ზედა მას დღესა შინა.

10და მოვიდა იგი ბორცუსა მას თანა და მოეგებოდეს მას დასნი იგი წინაწარმეტყუელთანი. და მოეფინა მის ზედა სული იგი ღმრთისა და იწყო მანცა წინაწარმეტყუელებად მათ შორის.

11და რაჟამს იხილეს, რამეთუ გუშინ და ძოღანცა ეხილვა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდა წინაწარმეტყველთა შორის, თქუეს ერთა მათ მოყვასმან მოყუსისა მიმართ: ესეღა სამე ელოდა ძესა კისისასა, აწ საულცა წინაწარმეტყუელთა თანავე?

12მი-ვინმე-უგო მათგანმან და ჰრქუა: ვინმე იყო მამა იგი მისი, არა უკუე კის? ამის ჯერისათჳს იგავად იყო სიტყუაჲ ესე, ვითარცა აწ საულ წინაწარმეტყუელთა თანავე?

13და დაასრულა წინაწარმეტყუელება და მოვიდა ბორცუსა მას ოდენ.

14ჰრქუა მამისძმამან მისმან ყრმასა მას: ვიდრე ოდენ სრულ იყვენით? ხოლო მან რქუა მას: ვირთა ძებნასა, და არასადა ვპოენით და მოვედით ჩუენ სამოველისა.

15და რქუა სახლისწულმან მან საულს: მითხარ მე, რაჲცა გითხრა შენ სამოველ.

16და ჰრქუა საულ სახლისწულსა თჳსსა: მან მომითხრა პოვნა კარაულისა, ხოლო მეფობისათჳს სიტყუაჲ არა აჴსენა მის თანა, რომელი ჰრქუა მას სამოელ.

17და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ერი უფლისად მასეფათდ

18და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, მე გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით და გიჴსნენ თქუენ ჴელისაგან ფარაოსთა, რომელი-იგი გაჭირვებდა თქუენ.

19ხოლო თქუენ დღეს შეურაცხ-ყავთ ღმერთი თქუენი, რომელი-იგი იყო მჴსნელი თქუენი ყოვლისაგან ჭირისა და ძჳრთასა, და სთქუთ, ვითარმედ, მეფე დაადგინე ჩუენ ზედა! აწ წამოდეგით წინაშე უფლისა ნათესავად-ნათესავადი თქუენი ათასეულებითა მით თქუენითა!

20და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ნათესავები ისრაჱლისა და განაწილა და აღმოუჴდა წილი იგი ბენიამენს.

21და შემოკრიბა ტომები იგი ბენიამენისა, განაწილა და აღმოუჴდა წილი მატტარიისი და შემოკრიბა ტომები იგი მატტარიასი კაცად-კაცადი და განუწილა. აღმოუჴდა წილი საულისი, ძისა კისისა, და ეძიებდა მას და ვერა ჰპოვეს.

22და იკითხა კუალად სამოველ უფლისა მიმართ და თქუა: იპოვოსმე სადა კაცი იგი ჩუენ შორის? და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ეგერა, დამალულ არს ჭურსა შორის!

23და მიირბინა სამოველ და გამოიყვანა საულ მიერ და წარმოადგინა შორის მათსა. და უმაღლეს იყო იგი ყოვლისა მის ერისა ბეჭითგან აღმართ.

24მაშინ ჰრქუა სამოველ ყოველსა მას ერსა: იხილეთღა, რამეთუ გამოირჩია უფალმან! არა ვინ არს თქუენ შორის მსგავსი ამისა რაჲთურთით! და იხილა ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდინ ცხონდინ მეფე!

25და ეტყოდა სამოველ ყოველსა მას ერსა მისსა და განაგო ყოველივე წესი საშარავანდო: და დაწერა წიგნი და დადვა წინაშე უფლისა; და განუჯმნა ყოველსა ერსა და წარვიდეს თჳთოეულად ადგილსა თჳსსა.

26და საულცა წარვიდა სახიდ თჳსად გაბაას და წარმო-ვინმე-დგეს შვილნი მდიდართანი, რომელთანი განარისხნა გულნი მათნი უფალმან საულის მიმართ.

27შვილნი უშჯულოებისანი შეურაცხ-ყოფდეს საულს და თქუეს: არამე უკუჱ მაცხოვნნეს ჩუენ ამან? და არასადა მიართვეს ამას ძღუენი. ხოლო იგი დუმნა და არა იტყოდა.


წინა თავი შემდეგი თავი