მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 12

1მაშინ ჰრქუა სამოველ ერსა მას: აჰა ესერა, მე ვისმინე თქუენი, რომელი მითხართ მე და დავადგინე თქვენ ზედა მეფე, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.

2აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

3აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.

4მიუგო ყოველმან ერმან სამოველს და ჰრქუა: არასადა არავის ჩუენგანსა აჭირვე, არცა მი-რა-გუხვეჭე და არცაღა მი-რა-ვის-გჳღე ჴელთაგან ჩუენთა არარა!

5მიუგო სამოველ ერსა მას და ჰრქუა: მოწამე იყავნ უფალი თქუენ შორის და მოწამე იყავნ ცხებული მისი, რამეთუ არა ჰპოეთ ბოროტი ჩემ თანა! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: ჰე, მოწამე იყავნ!

6თქუა სამოველ ერისა მიმართ: მოწამე იყავნ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან შექმნა მოსე და ჰარონ, რომელმან გამოიყვანნა მამანი ჩუენნი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

7აწ წარმომიდეგით და სამართალი ვაჩუენო თქუენთჳს წინაშე უფლისა და გითხრა თქუენ სამართალი უფლისა და ყოველი, რაჲ-იგი მიყო ჩუენ.

8ჟამსა მას, რომელსა შევიდა იაკობ და ძენი მისნი ეგჳპტესა და ვითარ-იგი აჭირვებდეს მათ ეგჳპტელნი იგი, და მამანი იგი ჩუენნი ღაღადებდეს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა. და მოავლინა უფალმან მოსე და ჰარონ და გამოიყვანნა მამანი იგი ჩუენნი ეგჳპტით და დაამკჳდრნა იგინი ადგილსა ამას.

9ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი, და მისცა იგინი ჴელთა სისარასთა, მთავრისა მის ძლიერისა აბინაჲსა, მეფისა მის ასურთასა, და ჴელთა უცხოთესლთასა და მეფისა მის მოაბელთასა. და იგინი ავნებდეს მათ.

10და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ჩუენი, და ვმონებდით ჩუენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და გმონებდეთ შენ.

11და მოუვლინა უფალმან იორობთელი და ბარაკ და იეფთე და სამფსონ. და გიჴსნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთასა, რომელნი გარემოს იყუნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოებით.

12ხოლო აწ, ვითარცა იხილეთ თქუენ, ვითარმედ ნაას ამანიტელი ზედა მოგვივიდოდა, მარქუთ მე, ვითარმედ: დაადგინე ჩუენ ზედა მეფე! არამედ უფალი ღმერთი ჩუენი არს მეფე ჩუენი.

13და აწ, აჰა ეგერა, არს შარავანდოსანი იგი თქუენი, რომელ გამოირჩიეთ და მოითხოვეთ, რომელი მოგცა თქუენ უფალმან თქუენმან.

14უკუეთუ გეშინოდის უფლისა, და მსახურებდეთ მას და დაემორჩილნეთ ბრძანებასა მისსა და არა მჴდომად აღუდგეთ სიტყუათა უფლისათა, და იყვნეთ თქუენ და მეფე თქუენი მორჩილ მცნებათა უფლისა თქუენისათა. და იგი იყოს მჴსნელი თქუენდა!

15უკეთუ არა ისმინოთ ბრძანება უფლისა თქუენისა და მჴდომად აღუდგეთ მცნებათა მისთა, იყოს ჴელი უფლისა თქუენ ზედა და მეფეთა თქუენთა ზედა.

16ხოლო აწ უფროსღა დაემტკიცენით და დაეწყნარენით დიდთა მათ სიტყუათა უფლისათა, რომელ ყოს უფალმან წინაშე თუალთა თქუენთა.

17არამე იფქლისა მკა არს დღეს? და თუ გნებავს თქვენ, ვითხოოთ უფლისაგან, და მოგცეს თქუენ წჳმა მძაფრი სავსე ქუხილითა და გულისხმა-ყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.

18და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.

19და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოველისა; და რქუა ყოველმან ერმან სამოველს: ილოცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რათა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავამეტეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფე!

20მიუგო სამოველ ერსა მას და რქუა: ნუ გეშინინ თქუენ! რამეთუ თქუენგან ღათუ იყოს უკეთურება ეგე, ხოლო თქუენ ნუვე გარდააქცევთ გზათა მათგან უფლისათა, არამედ მონებდით უფალსა ყოვლითა გულითა თქუენითა.

21და ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ-გეყუნენ თქუენ და არცა გიჴსნნეს თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან!

22ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქვენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.

23ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!

24ხოლო თქუენ გეშინოდესვე უფლისა და მონებდეთ მას ჭეშმარიტებითა ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ განადიდა უფალმან ყოფა მისი ჩუენ თანა.

25უკუეთუ ბოროტსა იქმოდით თქუენ და შარავანდოსანი თქუენი, წარსწყმდეთ.


წინა თავი შემდეგი თავი