მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 19

1ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.

2იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.

3და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!

4და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა!

5და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ?

6ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით!

7მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან.

8მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.

9და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა ქნარითა განაცხრობდა ნელიად.

10და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.

11და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ.

12და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა.

13და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა.

14მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და უთხრეს ესე საულს.

15და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!

16და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს.

17და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო.

18ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს.

19და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰარამასასა!

20და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.

21ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.

22და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!

23და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი მოვიდა ნავათად ჰრამასსა.

24და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე!


წინა თავი შემდეგი თავი