მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 23

1მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა, და გარემოს არბევენ საცხოვარსა, და შესჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანობირსა!

2და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ, მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი! და ჰრქუა უფალმან დავითს: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე კეილა!

3მიუგო ერმან მან, რომელი იყო დავითის თანა და ჰრქუეს: ჩვენ ჰურიასტანს ვართ შიშსა შინა, აწ ვერ მივიდეთ კეილად ღელესა მას უცხოთესლთასა.

4მერმე შე-ღავე-სძინა დავით კითხვად უფლისაგან და ჰრქუა უფალმან დავითს: გვალე, მივედ შენ ადრე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!

5და წარვიდა დავით კაცითურთ, რომელნი იყუნეს მის თანა კეილად, და ბრძოლა-ყო უცხოთესლთა მათ თანა. და ერეოდა დავით, და მეოტ იქმნნეს იგინი პირისაგან მათისა, და მოსრნა იგინი წყლულებითა დიდითა და დაყარა ნატყუენავი იგი ერსა მას და განარინა მკჳდრნი კეილოს.

6და იყო, რაჟამს ივლტოდა აბიათარ, ძე აქიმელექისა, და მივიდა დავითისა და შთავიდა კეილად და აქუნდა ეფუდი იგი.

7მაშინ უთხრეს საულს, ვითარმედ: ესერა, მივიდა დავით კეილად! და თქუა: აწ უწყი, რამეთუ განწირა უფალმან ჴელთა მიმართ ჩემთა, რამეთუ შევიდა იგი ქალაქსა მას მოზღუდვილსა და განკრძალულსა ბჭითა და მოქლონებითა.

8და ჰრქუა საულ ყოველსა ერსა მოსლვად მის თანა, რათა შთავიდეს და ჰბრძოდიან კეილასა შეცვად დავითისა და ერისა მის, რომელ მის თანა იყო.

9და აგრძნა დავით ზედამისლვა იგი საულისი, რამეთუ არღა დაევიწყა საულს უკეთურებაჲ იგი, რომელ ეზრახა დავითისთჳს, და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა: განიპყარ ევფუდი ეგე წინაშე უფლისა.

10და თქუა დავით: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, სმენით მესმა მონასა შენსა, რამეთუ ზედამომივალს მე საულ კეილად მოსრვად ქალაქისა ამის ჩემ გამო!

11აწ ჩამო-თუ-ვიდეს აქა საულ, ვითარცა მესმა მონასა შენსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ესე მაუწყე მე, უფალო, მონასა შენსა, და ჰრქუა უფალმან: ღმერთმან შეიცვას.

12და თქუა დავით: და მი-მე-მცნეა კეილელთა და ერი ესე ჩემი ჴელთა საულისათა? და ჰრქუა უფალმან: მიგცნე.

13და აღდგა დავით სწრაფით, და წავიდა და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, ვითარ ოთხას ოდენ კაცი, ვიდრეცა ვიდოდეს და უთხრეს საულს, ვითარმედ: განერა დავით, და განერა და გავიდა კეილაჲთ. და ადგილობანს ფერჴი დაიპყრა საულ.

14და მოვიდა დავით და დაადგრა უდაბნოსა ძნელოვანსა მას ზიფელთასა, მთასა მას არმუროვანსა, და ეძიებდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და არა მოსცა იგი უფალმან ჴელთა მისთა.

15რაჟამს სცნა დავით, ვითარმედ ეძიებს მას საულ, და დავით ჯდა მთასა მას არმუროვანსა ზიფელთასა.

16და აღდგა იონათან, ძე საულისი, და მივიდა დავითისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ.

17და თქუა: ნუ გეშინინ შენ, დავით, რამეთუ არა გპოოს შენ მამამან ჩემმან, და შენ მეფობდე ისრაჱლსა ზედა, და მე ვიყო შემდგომად შენსა, და საულცა, მამამან ჩემმან, უწყის ესე, რამეთუ ესრე არს.

18და აღთქმა აღთქვეს და წამება დადვეს წინაშე უფლისა. და დავით დაადგრა მუნვე ახალთა მათ და იონათან წარვიდა სახიდ თჳსა.

19და მოვიდეს ზიფელნი იგი საულისა ბორცვად და ჰრქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩვენ შორის მესერამს, ძნელოვანსა მას, ახალთა მათ ოდენ ბორცუსა მას ქელას, რომელ არს მარჯულ კერძო ესემონსა.

20და აწ აღესრულა ყოველი ნება გულისა შენისა, მეფე, რამეთუ შემოყენებულ არს იგი ჴელთა შენთა.

21სიტყუად იწყო საულ ერისა მის მიმართ და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ გელმოდა თქუენ ჩემთჳს!

22და აწ მოვედით და მზა იყვენით, და მოიხილეთ ადგილი იგი და ჭეშმარიტად მაუწყეთ მე, ნუუკუე მო-რამე-გერგოს თქუენ ზაკულებითა მისითა.

23არამედ ჭეშმარიტად დაისწავეთ ადგილი იგი, სადა დამალულ იყოს. და მოდით და მითხართ ჩუენ, და ჩუენ მოვიდეთ განმზადებულნი და მოვიძიოთ იგი, სადაცა დამალულ იყოს ათასითა ამით ერითა იუდასითა.

24და წარვიდეს ზიფელნი იგი საულისგან, და დავით და ერი მისი ჯდა მარჯულ კერძო ესემონისა.

25და წარვიდა საულ ერითურთ ძიებად დავითისა და უთხრეს დავითს გუშაგთა მათ მისთა, ვითარმედ: აჰა, ეგერა, საულ ერითურთ მისით გეძიებს შენ! ვითარცა ესმა დავითს, შთავიდა მას, რომელ-იგი იყო უდაბნოსა მას მაონათ კერძო. და საულ დევნა-უყო დავითს უდაბნოსა მას მაონისასა.

26და საულ ვიდოდა ერითურთ მისით მიერ კერძო მთასა მას. და დავით ერითურთ გარდაფარულ იყო სივლტოლასა მას პირისაგან საულისა. და საულ და ერმან მისმან შეიცვეს დავით და ერი მისი, რომელ მის თანა იყო. და ვითარ შე-ოდენმცა-იპყრეს იგინი,

27მეყსეულად მოციქული ხოლო ვიდა სოფლით საულისა და ჰრქუა: მოიქეც ადრე, რამეთუ, აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოეტევნეს სოფლად ჩუენდა!

28და მუნთქუესვე ხოლო იქცა საულ და დაუტევა დევნა იგი დავითისი, და მოვიდა შემთხუევად უცხოთესლთა მათ. ამის გამო ერქუმის ადგილსა მას "კლდე განსაყენებელი".


წინა თავი შემდეგი თავი