მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 29

1და შეკრბეს უცხოთესლნი იგი, მოვიდეს და დაიბანაკეს აფეკს და ისრაჱლმან აენდომს, რომელ-იგი არს იეზრაელით კერძო.

2და მთავარნი იგი უცხოთესლთანი წარმოვიდოდეს ათასნი ათასებითა და ბევრნი ბევრეულითა და დავით გუნდითურთ მოვიდოდა ანქუშის თანა.

3მაშინ თქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესენი, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? მიუგო ანქუშ და ჰრქუა: არა ესე თვით დავით არს, მონა იგი საულისი, მეფისა მის ისრაჱლისა, და ესე ორი წელი არს, ვინათგან ჩუენ თანა არს, და არა ვპოვე მაგის თანა ბიწი არცა ერთი.

4და ვითარცა ესმა უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს ფრიად და ჰრქუეს მას: უკუნაქციე კაცი ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამასა, რათა არა შინაგამცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგვამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა მას თჳსსა თავებითა ამათ კაცთათა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან?

5ანუ არა ესე იგი დავით არს, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით დასცნა ბევრეულნი?

6და მოუწოდა ანქუშ დავითს და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! რამეთუ წრფელ და კეთილ-მიჩნ წინაშე ჩემსა მშჳდობასაცა და ღუაწლსაცა, და არა ვპოვე შენ თანა საქმე უკეთური ჩემდა მომართ და ამათ მთავართაცა კეთილვე უჩნ შენ.

7ხოლო აწ უკუნიქეც შენ მშჳდობით, რათა არა გეჭუდენ შენ უცხოთესლნი ესე!

8მიუგო დავით ანქუშს და ჰრქუა: რა შეგცოდე შენ, ანუ რა ჰპოვე ბოროტი მონისა შენისა თანა, ვინათგან მოვედ მე შენ წინაშე, რამეთუ არა მიტევებ მე მისლვად შენ თანა მოსრვად მტერთა მათ უფლისა ჩემსა მეფისათა?

9მიუგო ანქუშ დავითს და ჰრქუა: მე თჳთ უწყი, რამეთუ სათნო ხარ ჩემდა მომართ, ხოლო მთავარნი ესე უცხოთესლთანი ესრე იტყჳან, ვითარმედ: ნუ მოვალს დავით ჩუენ თანა ღვაწლსა ამას ბრძოლისასა!

10აწ აღიმსთუე განთიად და შევედ ერითურთ შენით ადგილსა მას, რომელსაცა დაგადგინენ თქუენ და სიტყუასა ბოროტსა გულსა შენსა ნუ დაიდებ, რამეთუ სათნო-მიჩნ წინაშე თუალთა ჩუენთა ყოვლით კერძოვე, ვითარცა მოციქული ღმრთისა გზასა. აწ აღიმსთვე და წარვედ და გზასამცა განგითენდების.

11და წარვიდა დავით ერითურთ, განთიად დაცვად ქუეყანისა მის უცხოთესლთასა და უცხოთესლნი ბრძოდეს ისრაჱლთა.


წინა თავი შემდეგი თავი