მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 5

1და უცხოთესლთა წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, აბენეზერით აზოტად.

2და შეიღეს სახლსა მას დაგონისასა, დადგეს იგი მახლობელად დაგონისასა.

3და აღიმსთვეს აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისა და იხილეს დაგონი, რამეთუ დაცემულ იყო და პირდაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა მის უფლისა. და აღადგინეს დაგონი და დადგეს ადგილსავე თჳსსა.

4და მერმე ხვალისგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაქცევით წინაშე კიდობნისა მის ღმრთისასა და თავი დაგონისი და ორნივე ჴელნი და ბრჭალნი მისნი მოვრდომილ იყუნეს, გარნა გუამი ხოლო მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა.

5და ამისთჳს მღდელთა მათ დაგონისათა და ყოველმან შემავალმან სახლსა მას დაგონისასა აზოტს შინა არა დაადგნის ფერჴნი ზღურბლთა ზედა, არამედ ბიჯებით გარდააბიჯიან ვიდრე მოაქაჟამამდე.

6და დამძიმდა ჴელი უფლისა აზოტელთა ზედა და გვემნა იგინი სენითა საგურკველისათა. და განამრავლა მათ ზედა თაგვი და აღივსო სარწყულები მათი, ყანობირი და უბანნი მათნი თაგვითა და განმრავლდა სიკუდილი ქალაქთა ზედა მათთა.

7და იხილეს რაჲ აზოტელთა მათ, რამეთუ ესე დღენი დაუდგეს, იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: არა ჯერ არს ჩუენ შორის ყოფნა კიდობნისა ამის ღმრთისა, რამეთუ განრისხნა ჩუენ ზედა და ღმერთსა ჩუენსა ზედა დაგონსა.

8და მოუწოდეს მთავართა მათ უცხოთესლთა აზოტელთა მათ და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი იგი ღმრთისა მის ისრაჱლისა? მიუგეს გეთეელთა მათ და რქუეს: მოგუეცით ჩუენ! და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისა გეთეელთა.

9და მისლვასა მას მათსა იყო ჴელი უფლისა ქალაქსა მას ზედა და შეძრწუნებაჲ დიდი ფრიად. და ტანჯნა კაცნი მის ქალაქისანი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და გვემნა იგინი საგურკუელითა მათითა. და იქმნეს გეთეელთა მათ საგურკველები ოქროსა.

10და წარიღის კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისა ასკალონდ, და ვითარცა მიიღეს კიდობანი იგი, ეტყოდეს ასკალონელნი იგი: რაჲსათჳს მოიღეთ კიდობანი ეგე აქავე მოსასრველად ჩუენდა და ერისა ჩუენისა?

11და წარავლინეს და გამოჰკრიბეს ყოველი ჴრმლოსანი უცხოთესლთა მათ, რქუეს: წარიღეთ კიდობანი ეგე ღმრთისა ისრაჱლისა და მიიღეთ [თჳ]სისავე ადგილსა, რათა აღარა მოვისრნეთ ჩუენ და ერი ჩუენი, რამეთუ დაეცა შიში სიკუდილისა ქუეყანასა ჩუენსა, ვინათგან შემოვიდა კიდობანი ესე ღმრთისა ისრაჱლისა აქა.

12რამეთუ ცოცხალნი და მკუდარნიცა ჩუენნი იგუემნესვე სენითა მით საგურკველისათა, და მიიწია სიტყუაჲ იგი ღაღადებისა ცადმდე.


წინა თავი შემდეგი თავი