მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 6

1და დადგა კიდობანი იგი ღმრთისა ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შვიდ თვე და აღმოაცენა ქუეყანამან მათმან თაგვი.

2მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა მათ ქურუმთა მათთა და მისანთა და ულუკთა: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე უფლისა? მითხართ ჩუენ, რათა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა. ხოლო მათ რქუეს:

3უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მაგას შჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, ნუ წარიღებთ მაგას ეგრე, არამედ წარიღეთ მის თანა გვემისა თქუენისათჳს ნიჭად მისად და გელხინოს თქუენ, უკუეთუ არა აღიღოს ჴელი მისი დამძიმებული თქუენ ზედა.

4მიუგეს და თქუეს: რაჲ მივსცეთ კურნებისა ჩუენისათჳს? ხოლო მათ თქუეს: რიცხჳსაებრ ჴლმოსანთა უცხოთესლთა ხუთნი საგურკველნი ოქროსნი ჰქმენით და ხუთი თაგჳ ოქროსა, რამეთუ გვემანი არიან თქუენ ზედა და მთავართა თქუენთა ზედა და ერთა ზედა თქუენთა.

5და ჰქმენით მსგავსი საგურკველთა თქუენთა და მსგავსი თაგუთა მათ და მიეცით უფალსა დიდებაჲ, რათა განგაშოროს თქუენ გვემა იგი და აღიღოს ჴელი მისი ძლიერი თქუენ ზედა და ქუეყანისა თქუენისაგან.

6რაჲსათჳს განაფიცხებთ გულთა, ვითარცა-იგი ეგჳპტელნი და ფარაო განაფიცხნეს გულნი მათნი? და გვემნა იგინი გუემითა მით სასტიკითა, მაშინვე განუტევეს ერი იგი და წარვიდეს.

7ხოლო აწ ქმენით თქვენ ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყსნი და ჴბონი მათნი შინა დაიყენენით.

8და მოიღეთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, დადევით ურემსა მას ზედა, და ჭურჭელი ოქროსა თანაწარეცით გვემულებისათჳს და შთადევით იგი ჩაჴვსა და დადევით გვერდით კერძო მისა, და წარავლინენით იგი და განიყვანენით, რათა წარვიდეს.

9და იხილეთ, უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამიით კერძო. მაშა სცანით, რამეთუ მას მოუვლინებიეს გუემაჲ ესე. უკუეთუ არა წარვიდეს, უწყოდით, რამეთუ ჴელი მისი არა გვავნებს ჩუენ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეგუემთხჳა ჩუენ ესენი ესე.

10და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყსნი, და შეაბნეს იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.

11და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროსანი და საგურკველნი იგი, და ჩაასხნეს იგინი ჩაჴვსა, და დასხნეს გვერდით მისა.

12და წარვიდეს დიაკეულნი იგი გზასა მას ბეთსამისით კერძო, მართლ გზასა მივიდოდეს, არა დაშვრენ და არა გარდააქცივეს გზასა, არცა მარჯულ და არცა მარცხულ. და მთავარნი უცხოთესლთანი შეუდგეს უკანა საზღვრადმდე ბეთსამისა.

13და იყუნეს ვინმე მუნ ბეთსამას, ვითარცა იხილეს მომკალთა მათ კიდობანი იგი ღმრთისა მომავალი, განიხარეს ფრიად და წინამოეგებვოდეს მას.

14მოვიდა ურემი იგი და დადგა იგი ლოდსა მას თანა დიდსა. და ურემი იგი დაკოდეს და დიაკეულნი იგი დაკლნეს და შესწირნეს მსხუერპლად უფლისა.

15და ლევიტელთა მათ აღიღეს კიდობანი იგი უფლისა და ჩაჴჳ იგი და ჭურჭელი იგი ოქროსა, და დადგეს იგი ლოდსა მას ზედა დიდსა. და კაცთა მათ ბეთსამითელთა შესწირეს საკურთხი მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მას დღესა შინა.

16და ხუთნივე იგი მთავარნი უცხოთესლნი ხედვიდეს და წარვიდეს ასკალონად.

17და საგურკველნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნეს უცხოთესლთა ლხინებისა მათისათჳს უფლისა: ერთი აზოტელთა, ერთი გაზელთა, ერთი ასკალონელთა, ერთი აკკარონელთა და ერთი გეთეელთა.

18ეგრეცა ხუთნი იგი თაგუნი ოქროსანი მსგავსად რიცხჳსა მის ქალაქთასა ხუთთა თავადთა და მთავართა ქალაქთა განმაძნელებელთა დაბადმდე ფერეზისა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, რომელსა ზედა დადგეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, რომელი დადგა ადგილსა მას ოსესა ბეთსაბილესისასა.

19და დასცნა მათგანი ღმერთმან ერგასის ათას სამეოცდაათი კაცი. იწყეს გლოვად ერმან მან, რამეთუ დასცნა იგინი უფალმან გუემითა დიდითა ფრიად.

20და თქუეს კაცთა მათ ბეთსამისელთა: ვინმე შემძლებელ არს დადგომად წინაშე პირსა უფლისა ღმრთისა წმიდისასა? ანუ ვისსამე მოიქცეს კიდობანი ესე უფლისა?

21მიავლინნეს მოციქულნი მკჳდრთა მიმართ კარიათიმსათა და რქუეს მათ, ვითარმედ: აქავე მოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა უცხოთესლთა მათ. აწ მოდით და წარიღეთ თქუენდა.


წინა თავი შემდეგი თავი