მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა
თავი 9

1და იყო მუნ კაცი ერთი ნათესავისაგან ბენიამენისა, და სახელი მისი კისი, ძე აქელისი, ძისა საბიგასი, ძისა ზაქესი, ძისა აფეკისი, კაცისა იემენელისი. და იყო კაცი იგი ძლიერი.

2და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ. და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი. და არა ვინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაჱლსა შორის, რამეთუ მჴრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა.

3და წარუწყმდეს მამასა მისსა კარაულნი და რქუა კისი ძესა თჳსსა საულს: წარიყვანე შენ თანა ყრმა ერთი, წარვედით და მოიძიენით კარაულნი იგი! და წარვიდეს და გარდავლეს მთა ეფრემისი.

4და მოვლეს მთანი საირისნი და ვერა პოვნეს; და მოვლეს ყოველი ქუეყანა სალიმისნი და არა პოვნეს; და მოვიდეს ქვეყანასა იემინელთასა და არცა მუნ პოვეს.

5მაშინ მოვიდეს სიფასა, რქუა საულ ყრმასა მას: გვალე და მივიქცეთ ჩუენდავე მამისა ჩუენისა, ნუუკუე დაეტეოს ზრუნვა, ვითარ მათ, და იურვოდის იგი ჩუენთჳს?

6მიუგო ყრმამან მან და რქუა: მესმა მე, ვითარმედ კაცი არს აქა, ღმრთისა ქალაქსა მას, პატიოსანი და დიდებული, და რაჲცა თქჳს, ყოველივე აღესრულის. აწ მივიდეთ მისა, რათა ვკითხოთ, თუ რომელსა კერძოსა უმჯობეს არს, და წარვიდეთ.

7მიუგო საულ ყრმასა მას და რქუა: მისლვით მივიდეთ, გარნა რაჲ მივართვათ კაცსა მას ღმრთისასა, რამეთუ პურიცა მოკლებულ არს საგზლისაგან ჩუენისა და ამისა უფროს არა გვაქუს, რომელსა-ესე ხედავ?

8მიუგო მეორედ ყრმამან მან და ჰრქუა საულს: არს აქა ჩემ თანა მეოთხე ნაწილი სასწორი ვეცხლისა, იგი მიიღე და მიეც კაცსა მას ღმრთისასა, რათა გჳთხრას ჩუენ გზა იგი ჩუენი, რომელსა ვიდოდით.

9რამეთუ წინათ ქუეყანასა მას ისრაჱლისასა ესრეთ იტყჳედ კაცისა მისთჳს ღმრთისასა, რომელნი შევიდიან კითხვად მისა უფლისა მიერ: მიდით კაცისა მის, რომელი მხილველი არს, რამეთუ წინასწარმეტყველთა მათ ჟამთა მხილველი უწოდიან.

10მაშინ რქუა საულ ყრმასა მას: კეთილ, გვალე, მივიდეთ! და მივიდოდეს ქალაქსა მას, სადა-იგი იყო კაცი ღმრთისა.

11ვითარცა მიიწინეს იგინი შესავალსა ქალაქისასა, შეემთხჳა მათ ქალები, რომელი გამოვიდოდა ვსებად წყლისა. და რქუეს მათ: აქამე არს მხილველი იგი?

12მიუგეს ქალთა მათ და რქუეს: აწღა თქუენსა წინა შემოვიდა ქალაქად, რამეთუ შეწირვად მოსრულ არს მსხუერპლისა ერისა მის ბამას.

13და ოდეს შეხჳდეთ ქალაქად, ჰპოოთ კაცი იგი, ესრეთ ერი კრებულ იყოს, რამეთუ მას ელიან და არა ჭამონ პური, ვიდრე ერმან შესწირნეს მსხუერპლნი იგი უფლისა, მაშინღა ჭამონ პური. და აწ თქუენ ადრე აღვედით და ჰპოოთ იგი ქალაქსა შინა, რამეთუ დღეს ამისთჳს მოსრულ არს მსხუერპლისა შეწირვად.

14და ვითარცა შევიდოდეს იგინი საშუალ ქალაქსა მას, შეემთხჳა მათ სამოველ, რამეთუ მოვიდოდა ბამად.

15რამეთუ გამოუცხადა ღმერთმან სამოველს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღარა შემთხუეულ იყო.

16ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაჱლსა. და მან იჴსნეს ერი იგი ჩემი ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა, რამეთუ მოვხედო სიმდაბლესა მას ერისა ჩემისასა, რამეთუ მოვიდა ჩემდა ღაღადებაჲ იგი მათი.

17და სამოველ ვითარცა იხილა საულ და ჰრქუა მას მეუფემან: ესე არს კაცი იგი, რომლისათჳს გარქუ შენ. ესე მეფობდეს ერსა მას ჩემსა ზედა.

18რქვა საულ სამოველს: მითხარღა მე სახელი მხილველისა მის.

19მიუგო სამოველ და რქუა: მე თავადი ვარ! არამედ აღვედ შენ ჩემსა წინა ბამად; და ჭამე დღეს ჩემ თანა პური და ხვალე წარგავლინო შენ და გითხრა ყოველივე ნება გულისა შენისა!

20ხოლო ვირთა მათთჳს ნურას ზრუნავ, რამეთუ დღე სამ არს, ვინათგან უპოვნიან ვირები იგი. ამიერითგან კეთილსა ზრახევდ, რამეთუ ვისამე არს სიხარული დღეს ისრაჱლსა შორის ვითარ შენდა და სახლისათჳს მამისა შენისა?

21მიუგო საულ და რქუა: არამე ძე კაცისა იემენელისა ვარ უმრწემესი ნათესავთა შორის ისრაჱლისასა და ტომი იგი ჩემი უმცირეს ყოველსა შორის ტომსა ბენიამენისასა? აწ რად მარქუ მე, უფალო, სიტყუაჲ ეგე?

22და წარიყვანა სამოველ საულ და ყრმა იგი, რომელ მის თანა იყო, და შეიყვანა იგი ვანად თჳსა და უბრძანა მას დაჯდომა ოცდაათსა მეინაჴესა ზემო კერძო.

23და ჰრქუა სამოველ მზარეულსა მას: მომართუ მე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად!

24და მზარეულმან მოართვა ბარკალი ერთი კუნთითურთ, დაუგო წინაშე მისა, და რქუა სამოველ საულს: აჰა ეგერა, ეგე საწამებელი არს შენდა წინაშე ყოვლისა ერისა მაგის! და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოველითურთ მას დღესა შინა.

25და გარდამოვიდეს ბამით ქალაქად და დაუგეს საულს სარეცელი ერდროსა ზედა და დაწვა.

26და ვითარ ცისკარი განეღებოდა, გარდამოუწოდა სამოველ საულს მიერ ერდოთ და რქუა: აღდეგ და გარდამოჴედ და წარგავლინო შენ. და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქსა მას.

27და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა, რქუა სამოველ საულს: არქუ ჭაბუკსა მაგას, და წაგჳძღვეს ჩუენ წინა და შენ ფერჴი დაიპყარ და ისმინე ბრძანებაჲ უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი