მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 2

1და იყო ერგასისთა მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდა შჳდთა მათ შაბათთა, დაუმზადეს მათ პური, და დაჯდა ჭამად და სუმად.

2იხილნა რა სანოვაგენი მრავალნი, ჰრქუა ძესა თჳსა წარვედ და მომგუარე, ვინა ჰპოო ძმათა ჩუენთაგანი ნაკლულევანი, რომელსა ეჴსენოს უფალი, და არქუ: აჰა, ესერა, გელი შენ.

3მოვიდა და ჰრქუა მას: მამაო, ერთი ვინმე ნათესავთა ჩუენთაგანი შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანთა ზედა მკუდარი.

4ხოლო იგი ვიდრე პურის-ჭამამდე აღდგა და აღიღო იგი და შეიღო სახლად ვიდრე მზისა დასლვამდე.

5და რათა მოიქცეს, იბანოს და ჭამოს პური მწუხარებითა.

6და მოეჴსენა წინაწარმეტყუელება იგი ამოსისი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: გარდაიქცეს დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი სიხარულნი თქუენნი გოდებად; ხოლო მოეჴსენა ესე რა, ტიროდა ფრიად.

7ოდეს დაჴდა მზე, წარვიდა და დაფლა იგი.

8და მოძმენი მისნი ეკიცხოდეს მას და იტყოდეს: არღარა ეშინის ამას მოკლვისა, ამა საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე დაჰფლავს.

9ხოლო ტობი იყო მოშიშ უფრო სრულიად ღმრთისა ვიდრეღა მეფეთასა, და იპარვიდა გუამთა მკუდართასა შუაღამ და დაჰფლვიდა.

10დღესა მას მოვიდა მაშურალი და დაწვა შეგინებული კედელთა თანა ეზოსათა და პირსა არარა ებურა.

11და არა იცოდა, რამეთუ მერცხალნი იყვნეს კედელსა მას, და თუალნი მისნი ეხილნეს და დააჯვნეს თუალთა მისთა ტფილი და მიმოექცა თეთრი თუალთა.

12და ესეცა განსაცდელი მოუვლინა ღმერთმან მას, რათა სახედ მოეცეს შემდგომთა მისთა, ვითარცა ეყო წმიდასა იობს.

13ვინათგან მარადის მოშიშ იყო ღმრთისა და აღასრულებდის მცნებათა მისთა და ითმენდის ყოველთა განსაცდელთა.

14იდგა შიშსა ზედა ღმრთისასა და არა ღრტჳნვიდის და მადლობდა ღმერთსა ყოველთა დღეთა ცხორებისა თჳსისათა.

15ხოლო ვითარცა მეფენი აყუედრებდენ ნეტარსა იობს, ეგრეთვე მოძმენი მას ეტყოდეს:

16სადა არიან სასოებანი შენნი, რომელ ქველის-მოქმედებდ და მოწყალებითა დაჰფლვიდი მკუდართა?

17ხოლო ტობი მიუგებდა მათ და ეტყოდა: ნუ ეგრე ზრახავთ.

18ძენი ვართ წმიდათანი და მათსავე ცხორებასა მოველით, რომელ ღმერთი მინიჭებად არს, რომელნი არა მიდრკენ სარწმუნოებისა მისისაგან.

19ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა,

20და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.

21ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.

22ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა, რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ ზედა!

23ესევითარითა სიტყჳთა აყუედრებდენ.


წინა თავი შემდეგი თავი