მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 3

1და შეწუხდა და ტიროდა და ილოცევდა ურვით,

2და იტყოდა: მართალ ხარ შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისასა და ჭეშმარიტებისასა სჯი უკუნისამდე.

3მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა და ნუ შურს ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე,

4რამეთუ არა ისმინეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ. ხოლო აწ, უფალო, ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან

5ყოფად ჩემგან და მამათა ჩუენთა ცოდვათათჳს, რამეთუ არა ვყვენით მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდით ჭეშმარიტებით წინაშე შენსა.

6ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან.

7მას დღესა შინა შეხუდა სარას, ასულსა რაგოველისასა, ეგბატანს ხუჟიკეთისასა,

8ამასცა აყუედრებდა მჴევალთაგანი მამისა მისისათა, რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა და ასმოდეოს, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესულადმდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათა. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიეს, რომელსა დაგიშთობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესვა და ერთისა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად,

9რასათჳს მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა. ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე.

10ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტო ვარ მე მამისა ჩემისა, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრებელ არს მისა და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთად.

11და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, რომელი იყო პირისპირ იერუსალჱმისა.

12დღესა მას მესამესა განსრულებასა ლოცვისასა აკურთხევდა უფალსა.

13და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი და პატიოსანი უკუნისამდე. გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე.

14და აწ, უფალო, სრულითა გულითა ჩემითა გევედრები შენ.

15შენდამი ვთქუ განტევება ჩემი ქუეყანით, რათა არღარა მესმეს ყუედრებაჲ.

16შენ უწყი, უფალო, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა მამაკაცისა.

17არა აღვერივე დღეთა ჩემთა მროკავთა თანა, არცა მათ თანა, რომელნი ვლენან უწესურად.

18და არა შევაგინე სახელი ჩემი, არცა სახელი მამისა ჩემისა.

19ანუ მე არა ღირს ვიყავ ქმარ-ყოფად მათთა, ანუ იგინი არა ღირს იყვნეს ცოლ-ყოფად ჩემდა, ანუ შენ დაგიმარხივარ სხჳსა ქმრისათჳს.

20განგებანი ღმრთისანი არა გულისხმა-იყოფების კაცთა მიერ.

21ჭეშმარიტ არს, რომელიცა აღგიარებს შენ ცხორებასა შინა თჳსსა, რომელნიცა გამოიცადებიან, გჳრგჳნოსან იქმნებიან და პატიჟთა შინა მყოფნი გამოიჴსნებიან, უკუეთუ განისწავლებიან, მოწყალებანი შენნი მა-ევლინებიან.

22ნუ მოხარულ იქმნები წარწყმედასა ზედა ჩუენსა, რომელმან ჰყვი შემდგომად ღელვისა მყუდროებაჲ და შემდგომად გოდებისა და ცრემლისა მოსცი შუება.

23იყავნ სახელი შენი კურთხეულ, ღმერთო ისრაჱლისაო, უკუნისამდე!

24და შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა.

25და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაბან და სარა, ასული ჰრაგუჱლისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად და შეკრვად ასმეოდესი, ბოროტი ეშმაკი, რათა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობია და შევიდა სახიდ თჳსა და სარა, ასული რაგუჱლისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა.


წინა თავი შემდეგი თავი