მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 4

1მას ჟამსა შინა მოეჴსენა ტობის ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს რაგუელსა ხუჟიკეთისასა, და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოო სიკუდილი, რასა არა მოუწოდა ტობიას, ძესა ჩემსა, რათა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?

2და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო,

3მო-რა-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ყოფ დედასა შენსა, არამედ პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.

4მოიჴსენე, ყრმაო. რამეთუ, მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა.

5და ოდეს მოკუდეს, დაფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა და უფალი ღმერთი ჩუენი გეჴსენენ.

6ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.

7ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.

8ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდი მათგან მოწყალებასა,

9უკუეთუ მცირედი გაქუნდეს, მცირედისაებრ ჰყოფდი, ნუ გეშინინ ყოფად მოწყალებისა.

10რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავსა შენსა დღესა მას ჭირისასა.

11რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად, ბნელსა.

12ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა

13ეკრძალე, შვილო ჩემო, ყოვლისაგან სიძვისა და ცოლისა შენისაგან კიდე ნურავინ იცი და ნუცა გამოიძიებ ესევითართა საქმეთა.

14რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედა და შფოთი მრავალი და უჴმარებითა დაკლება და ნაკლულევანება დიდი, რამეთუ უჴმარება არს დედა სიყმილისა.

15სასყიდელი ყოვლისა კაცისა, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად, და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ წურთილ ყოველთა შინა სლვათა შენთა.

16და რომელი შენ გძულს, სხვასა ნუ ვის უყოფ. ღჳნოსა მორვალობით ნუ სუამ და ნუ იქცევინ შენ მთრვალობით ყოველთა შინა გზათა შენთა.

17პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა.

18მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.

19ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.

20და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდი, რათა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყუნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ.

21და აწ გაუწყო შენ, რამეთუ ათი ტალანტი დამივედრებიეს ვეცხლისა გაბაელს, რომელი არს ათი ქანქარი, ძესა გაბირიასა, ჰრაგუელს ხუჟიკეთისასა.

22გამოიძიე იგი, რა მიხჳდე, და მოუღე მისგან ათი იგი ტალანტი ვეცხლი და უკუნეც ჴელით-წერილი მისი.

23ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით ფრიად და გაქუს შენ მრავალი რაჲმე. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.


წინა თავი შემდეგი თავი