მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 6

1და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ.

2და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან.

3და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა!

4და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად.

5ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად.

6და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე.

7და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა?

8წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან.

9და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან.

10და მიიწინეს ეკბატანად.

11და ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას ჰრაგუელისასა: ჯერ-არს ჩუენდა განსუენებაჲ დღესა, რამეთუ კაცი იგი ნათესავი შენი არს და ასული ერთი უვის მას, ხილვითა კეთილ ფრიად, სახელი მისი სარა, და მე ვაზრახო მათ, რათა მოგცენ იგი შენ ცოლად.

12რამეთუ შენდა სამართალ არს მისი დამკჳდრებად და მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერი ფრიად და მამასა მისსა უყუარს იგი.

13და აწ ისმინე და ვეტყოდე მამასა მის ქალისასა და ოდეს ვიქცეთ რაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს რაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობა მისი უფროს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანამღებ არს სიკუდილისა სიმართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი ღა მივიყვანოთ მამისა შენისა.

14ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რა შევიდიან მისა, რამეთუ მესმა, იტყოდეს, ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.

15და აწ მეშინის მე ეშმაკისა მის, რამეთუ იპყრობნ იგი მას და მას არა ავნის, არამედ უკუეთუ ვისმე ჰნებავს მიახლებად მისა, მოკლის იგი. ნუუკუვ მო-ვე-კუდე და შთავჴადო სიბერე მამისა ჩემისა და დედისა ჩემისა სალმობით საფლავსა მათსა, რამეთუ იამავარი ვარი და ძე სხუა გინა ასული არა უვის მათ, რათა ოდეს მოსწყდენ, ვინ დაფლნეს იგინი?

16და ჰრქუა მას ანგელოზმან: არა გაჴსოვსა მცნება მამისა შენისა, რამეთუ გრქვა შენ მოყვანება ცოლისა სახლისაგან მამათა შენთასა? და აწ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მოგცეს შენ

17და ნურა ზრუნვა-გიცნ ეშმაკისა მისთჳს.

18რაჟამს მოიყვანო იგი და შეხჳდე მისა საძლოსა, სამ დღე შორს იყავ მისგან, ნურარასა ჰყოფთ ლოცვისაგან კიდე ორნივე.

19და შემდგომად მათ დღეთა დადევ ცეცხლსა ზედა გული და ტყირპი თევზისა მის და უკმიე და განივლტეს ეშმაკი იგი.

20და მეორესა ღამესა წმიდათა მამამთავართა ეზიარებით.

21და მესამესა ღამესა კურთხევა მოგენიჭება ამისთჳს, რომ შვილნი თქუენგან არასნეულნი იშვებიან.

22და მესამისა ღამისა შემდგომად შეხჳდე საწოლსა და ქალწული იპყარ სიყუარულად შიშითა უფლისათა წადილისათჳს შვილთა სხმისა, ვიდრეღა ჴორცთა მოსურნეობისათჳს ამისთჳს, რამეთუ კურთხევა აბრაჰამის ნათესავთა მოიღების ძეთა შენთა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი