მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 7

1და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიღ

2და ჰრქუა ჰრაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა; ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა?

3ჰკითხვიდა მას ანნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ თქუეს: ნინევით, ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალიმისნი.

4და ანე ჰრქუა მათ: იცით ტობი, ძმა ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით.

5და თქუა: ცოცხლებით არს: და უთხრა ტობი, ვითარმედ მამა მისი არს.

6და აღდგა რაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა.

7და ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ, შვილო კაცისა კეთილისა და სახიერისაო, ჵ დიდთა ბოროტულ, რამეთუ დაბრმა კაცი მართალი, რომელი იქმოდა მოწყალებასა. და შეიტკბო ძე ძმისა თჳსისა და ტიროდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას.

8და ანეცა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულსმოდგინედ.

9და შემდგომად ზრახვათასა რაგუელ უთხრა. დაკლეს ვერძი და იბანნეს და ღასხდეს სერობად.

10და თქუა ტობია: არა ვჭამო, არცა ვსუა, ვიდრემდის დაამტკიცო სიტყაჲ ჩემთჳს,

11ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო.

12და მიუგო ანგელოზმან მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ მისა მიცემად ამისთჳს, რომელ ვინათგან შიში აქუს ღმრთისა. ამისა ჯერ-არს მიყვანება ასულისა შენისა. ამისთჳს სხუათა ქმართა ვერ უძლეს შეხებად.

13და ჰრქუა მას რაგუელ: მიმიცემიეს იგი შენდა სჯულისაებრ, რამეთუ ძმა ხარ ქალისა, და შენი არს.

14და მრწამს, რამეთუ ამისთჳს მოუვლინებიხარ. რათა შეერთდეთ თჳსსავე ტომთა სჯულისაებრ მოსესისა.

15მოუწოდა სარას, ასულსა თჳსსა, და ეპყრა ჴელი მისი და მისცა იგი ტობიას ცოლად და ჰრქუა: აჰა, სჯულისაებრ მოსესსა მიიყვანე ესე მამისა შენისა თანა. და აკურთხნა იგინი.

16და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღება წიგნისა და დაწერა წიგნი შერთვისა, რათა მისცეს იგი მას ცოლად სამართლისაებრ სჯულისა მოსესისა. და მოიღო მან, დაწერა და დაბეჭდა.

17და მაშინ ჭამეს და სვეს და იხარებდეს წინაშე ღმრთისა.

18და ჰრქუა რაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა: მზა-ყავ საუნჯე სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ.

19და მან ყო ეგრე და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი, ტიროდა

20და თქუა: ნუ გეშინინ, ასულო! ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესაწყალობა და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა.


წინა თავი შემდეგი თავი