მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითი
თავი 9

1მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო.

2თუცა დაგემონო შენ, არცა იგი არს სასყიდელი შენი.

3წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.

4შენ იცი, რამეთუ რაცხდეს მამა ჩემი დღეთა და, უკუეთუ ვყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამა ჩემი.

5ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.

6მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი.

7აუწყა მას ტობიასთჳს, ძისა ტობისა, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული რაგუელისი.

8და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა.

9და ჰრქუა: ღმერთმან ისრაჱლისამან გაკურთხოს შენ, რამეთუ ძე ხარ. კაცისა კეთილისა და მოშიში ღმრთისა და მოწყალების-მქნელისა.

10და კურთხეულ იყოს მამა-დედა შენი და ცოლი შენი.

11და იხილოთ თქუენ შვილნი თქუენნი და შვილისშვილნი თქუენნი ვიდრე მესამე და მეოთხე ნათესავამდე და თესლი თქუენი კურთხეულ იყოს ღმრთისაგან ისრაჱლისა, რომელი უფალ არს უკუნითი უკუნისამდე.

12და ყოველთა თქუეს ამენი და მივიდეს პურობად, არამედ შიშითა უფლისათა ყვეს ქორწილი იგი.


წინა თავი შემდეგი თავი