მთავარი გვერდი > აქტუალური თემები > რატომ არის ბანქოს (კარტის) თამაში მკრეხელობა
რატომ არის ბანქოს (კარტის) თამაში მკრეხელობა

ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."

ე.წ "სათამაშო ბანქო", რომელიც სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახშია, წარმოადგენს ეშმაკთან საურთიერთო იარაღს, რომლის საშუალებითაც ადამიანები კონტაქტში შედიან დემონებთან - ღვთის მტრებთან. ბანქოს ოთხივე "მასტი" (ფიგურა), სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტიანთათვის წმიდა საგნები : შუბი, ღრუბელი და ლურსმანი, ანუ ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღს.

ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის.ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, უძლიერებს ვნებას, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება, ან პირიქით, იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა. თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას, რადგან აკარგვინებს რამეთუ კარგავს მარადიულ სასუფეველს.

მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა? სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა, როგორც ჯვარზე ქრისტეს ვნებების შემბილწველი საშუალება.

ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი, ქრისტესი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე სიტყვით (უფალო მოგვიტევე), "ტრეფა", რაც ებრაულ ენაზე ნიშნავს ბილწს, "უწმინდურს." უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "ექვსიანი კოზირით" და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას". დიდი ხანია საჭიროა, გაირკვეს ბანქოს თამაშის ნამდვილი წესები, ანუ მიზნები, რომლის დროსაც "დურაკად" რჩება ყველა მოთამაშე: ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, რიტუალური მსხვერპლსეწირვა, ებრაულად ხსენებული კოშერული (ანუ წმინდა) , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს!ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, არის კი ამის შემდეგ საჭირო მტკიცება იმისა, რომ ვინც თამაშობდა ბანქოს და არ მოინანიებს აღსარებაში თავის ღვთის გმობის ცოდვას, გარანტირებული აქვს საგზური ჯოჯოხეთში?

ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, (აგრეთვე იღებს სხვისგან დახმარებას ბანქოს საშუალებით, იგულისხმება მკითხაობა), ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად.ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით.

სათამაშო ბანქოს გამოგონება მიეწერება ჩინელებს. ჩინგ -– იზ –- ტუნგის ლექსიკონში ნათქვამია, რომ ბანქო მოგონილია 1120წელს, ხოლო1132 წელს ჩინეთში უკვე მოხმარებაში შემოვიდა. სხვა ვერსიით, ბანქო გამოიგონეს ეგვიპტეში და გამოიყენებოდა სამკითხაოდ. დასავლეთ ევროპაში ბანქო გამოჩნდა მე -14 საუკუნეში. თანამედროვე სახე კი მე-15 საუკუნეში მიიღო.
მწერალ ნაროვჩატოვის აზრით, ივანე მრისხანეს მეფობისას, მოსკოვში გამოჩნდა ვინმე ჩერჩელი, რომელსაც შემდეგ ჩერტელო შეარქვეს. იგი იტალიაში ფრანგად ასაღებდა თავს, საფრანგეთში – გარმანელად, გერმანიაში –- პოლონელად, პოლონეთში კი რუსი გახდა. მან მოსკოვში ჩამოიტანა პატარა ზარდახშა, რომელიც წითელი და შავი არშიებით იყო შემოვლებული, რაც თითქოს ბანქოს მასტის ფერებს შეეფერებოდა, ხალხი კი ამბობდა, რომ ეს ჯოჯოხეთის ცეცხლის ფერებია.
მესამე რომში ბანქოს ეპიდემია დაიწყო, ბანქოზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, და ჩერჩელიმაც მოსკოვში სხვა ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რომელიც იმ დროისთვის დასავლეთში უკვე ყვაოდა – ბანქოს - ბეჭდვა. მისი წინადადება რუსეთში საკმაოდ ცივად მიიღეს, პირველმა მბეჭდავმა ივან ფიოდოროვმა მტკიცე უარი განაცხადა ბანქოს დაბეჭდვაზე.
თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს. 1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა. 1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.
მე -18 საუკუნეში კანონი ბანქოს შესახებ ბევრად ლმობიერი გახდა, უფრო მეტიც, საერთოდ ამ საკითხის გამოძიებისას, ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ზედმეტად არ შეეწუხებინათ ბანქოს მოთამაშე. თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.
უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ტუზი – პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით. გერმანულ -– რუსულ ლექსიკონში კი არის სხვაგვარი განმარტება სიტყვისა - – დაუსი, რაც ეშმაკს ნიშნავს. ადვილი შესაძლებელია, რომ დაუსი ბერძნული "დიაბოლოსი"-ს დამახინჯებული ვარიანტი იყოს, რაც სიცრუის გამავრცელებელს ნიშნავს.
ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ უფრო ქვევით ორიანამდე, – ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი -– ჯოკერი. ფიგურა ტრიკოში, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს. ჯოკერი ყველაზე მაღალი კარტია, მას არა აქვს ფიგურა და მისი გაჭრა არცერთ მასტს არ შეუძლია, პირამიდის თავში, ყველა შემთხვევაში, ხვდება არა მეფე - არამედ ტუზი, ასე და ამგვარად, იერარხიის თავში ხვდება ქაღალდი რომლის ნომერია "პირველი".