მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 10. ცოდვის ბოლო და ღვთის მცნების ბოლო
წესი 10. ცოდვის ბოლო და ღვთის მცნების ბოლო

1. ბოლო ცოდვისა - სიკვდილი.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა ჰრწმენეს ძე, აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღვთისაი დადგრომილ არს მის ზედა. (იონ.3,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა გრცხვენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკვდილი არს. რამეთუ საგზალი ცოდვილისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღრმთისაი-ცხოვრებაი საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. (რომ.6,20.21.23). - რამეთუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული (Iკორ.15,56)

2. ბოლო ღვთის მცნებისა-მარადიული სიცოცხლე.

ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე (იონ.8,51). - რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმენ მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაი, და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს (იონ.12,49.50)

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღრმთისა, და გაქუს ნაყოფი თქვენი სიწმიდედ, და აღსასრულსა - ცხოვრებაი საუკუნოი (რომ.6,22).