მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 12. იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეკამათოთ წმ. წერილს, არ მივდიოთ ადამიანურ გადმოცემებს და ვემორჩილებოდეთ ღვთის სიტყვას
წესი 12. იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეკამათოთ წმ. წერილს, არ მივდიოთ ადამიანურ გადმოცემებს და ვემორჩილებოდეთ ღვთის სიტყვას

1. თუნდაც კეთილი და მოკრძალებული განწყობილებით წამომდგარი ყოველი შეპასუხება, შემპასუხებელს ღვთისაგან განაშორებს, ყოველი სიტყვა ღვთისა უნდა მიღებული იქნას სრული უეჭველობით.

და მოიღო წყალი შთასხია საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა მისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. და მოვიდა სვიმონ-პეტრესა ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბან ფერხთა ჩემთა? მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცან ამისა შემდგომად. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა დაგბანნე სენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთან. (იო.13,5-8).

2. არ უნდა აჰყვე კაცობრივ გადმოცემებს, ის ღვთის მცნებებს დაგაშორებს.

მაშინ ჰკითხეს მას (იესოს) ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაისათვის მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღვრებისაებრ ხუცესთაისა, არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა? ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინასწარმეტყველმან თქვენ ორგულთათვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ ერი სეს ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღვრებასა კაცთასა. (ისაია 29,13). და დაგიტევებიეს მცნაბაი ღვთისაი და გიპყრიეს მოძღვრებაი კაცთაი. (მარკ.7,5-8).

3. შენი პირადი ნება არ უნადა უპირატესობდეს ღვთის ნებაზე, არამედ ყოველ საქმეში უნდა გამოიძიო, როგორია ნება ღვთისა, და აღასრულო იგი.

ქრისტეს სიტყვები: არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა მამისა ჩემისა მამისასა. (იო.5,30).
და დაიდგინა მუხლნი, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ! (ლუკა22,41.42).

პავლე მოციქული სიტყვა: რომელთა შინა და ჩვენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულითქმათა შინა ხორცთა ჩვენთასა, ვჰყოფდით ნებასა ხორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხვანი. (ეფ.2,3).