მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 14. იმის შესახებ რომ “ყველაფერს თავისი დრო აქვს”
წესი 14. იმის შესახებ რომ “ყველაფერს თავისი დრო აქვს”

1. ნურაფერს არევ ერთმანეთში შეუთავსებელს, ყოველ საქმეს თუ სიტყვას მარჯვე დრო უნდა მოეძებნოს.

 მაშინ მოუხდეს მას (იესოს) მოწაფენი იოანესი და ეტყოდეს: რაისათვის ცვენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენნი შენნი არა იმარხავენ? ჰრქუა მათ იესო: ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიზე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიზე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. (მთ.9,14.15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ. (გალ.4,31.5,1).