მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 18. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებები
წესი 18. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებები

1. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, როგორც უფალმა ბრძანა, რადგან ვინც სცოდავს და არღვევს ამ მცნებებს, ის შესაძლოა გარეგნულად ასრულებდეს მას, თუმცაღა მაინც ვერ იყოს სანაქებო ღვთის თვალში.

 ეტყოდა მასცა (იესო), რომელმან იგი ხადა მას: ოდეს Hყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამარხსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა და ნეტარ იყო, რამეთუ არარაი აქუს, რაიმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა (ლკ.14,12-14).

2. ღვთის მცნება არც კაცთმოთნეობით და არც სხვა უწმინდური განზრახვით, არამედ ერთადერთი მიზნით უნდა შესრულდეს, სათნო ეყო ღმერთს და განადიდო იგი.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ქველი საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქვენისაგან ზეცათაისა, ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნეს კაცთაგან, ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. (მთ.6,1-2).

3. უფლის მცნებები უნდა შესრულდეს სუფთა სიდისით და ღვთისა და კაცთა წინაშე კეთილი განწყობით, რადგან ვინც ამას არ იქმს, ის დაისჯება.

 ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პანაკისასა, ხოლო შინაგანი სავეს არია ნატაცებითა და არაწმიდებითა, ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისაი და პაროფილისაი და პაროფსიდისაი, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. (მთ.23,25.26).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რომელი მისცემდეს უხვებით; (რომ.12,8). - ყოველსავე იქმოდეთ თვინიერ დრტვინვისა და გულის სიტყუათა. (ფილ.2,14). - ხოლო დასასრული მცნებისაი არს სიყვარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა. (Iტიმ.1,5). - და გაქუნდეს სარწმუნოებაი და კეთილი გონებაი, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცვივეს. (Iტიმ.1,19).

4. მცირედში გამოვლენილი კეთილსინდისიერებისათვის, სამართლიანი სამსჯავრო აღმატებულს მიაგებს.

 ქრისტეს იგავთა სიტყვები: ”კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. (მთ.25,23.29).

 ქრისტეს სიტყვები: უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნეთ, თქვენი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ? (ლკ.16,11.12).

5. ღვთის მცნებები უნდა შესრულდეს დაუცხრომელი გულმოდგინებით, სულ უფრო, მზარდი, განუწყვეტელი წარმატებით.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტერ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის (მთ.5,6).

 პავლე მოციქულის სიტყვა: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებელად საქებელად ღმრთისა. და უმრავლეს  ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად (ფილ.1,11.14).

6. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, რომ რამდენაც ძალუძს მის შემსრულებელს, იმდენად ნათლდებოდეს მის ირგვლივ ყველა და იდიდებოდეს ღმერთი.

 ქრისტეს სიტყვები: თქვენ ხართ ნათელი სოფლისაი, ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღათიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა. ეგრეტ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,14-16). - არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დაგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდნენ. (ლკ.8,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებლად ღმრთისა. (ფილ.1,10.11).