მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 19. იმის შესახებ, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მცნების აღმასრულებელს და ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს მცნებათა გარეგნულ აღსრულებას გულითადი განწყობის გარეშე
წესი 19. იმის შესახებ, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მცნების აღმასრულებელს და ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს მცნებათა გარეგნულ აღსრულებას გულითადი განწყობის გარეშე

1. არ უნდა იქნას დაბრკოლებული ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს, სულერთია, როგორ ახერხება ის ამას, ღვთის მცნების თუ პირადი მოსაზრების კვალდაკვალ, ღვთის ნების აღმსრულებელმა კი ყური არ უნდა ათხოვოს წინააღმდგომთ, თუნდაც რომ ძალიან ახლობლები იყვნენ ისინი, არამედ მოვალეა მტკიცედ დაიცვას მიღებული გადაწყვეტილება.

 მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან; ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა? მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშვა მას. (მთ.3,13-15).

მიერითაგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მის იერუსალიმად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტერე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედი ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

 და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაითა ხელი დასდვას მათ, ხოლო მოწაფენი აყენებდნენ მათ, რომელნი-იგი მოჰგვრიდეს, ვითარცა იხილა იესო, შერისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი. (მარკ.10,13.14).

და ვიყოფოდეთ რაი მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინასწარმეტყველი, სახელით აგაბოს. და მოვიდა ჩვენდა და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერხნი და ხელნი მისნი და თქუა: ამას იტყვის სული წმიდაი: კაცისა რომლისაი არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთაისა. ხოლო ჩვენ ვიტარცა გვესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაითაიმცა არა აღვიდა იერუსალიმად, მაშინ მოგვიგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ, არა შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა მხოლოდ შეკვრად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის იესოისა. ვითარ-იგი ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუათ: ნებაი უფლისა იყავნ! (საქ.21,10-14).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რომელთა-იგი (იუდეველებმა) უფალი მოკლეს იესო და თვისნი წინასწარმეტყველნი და ჩვენ გამოგუდევნეს და ღმერთსა არა სათნო ეყვნეს და ყოველთა კაცთა  წინააღმდგომ არიან  და ჩვენ მაბრკოლებელ წარმართა მიმართ სიტყუად, რაითა ცხონდნენ, რაითა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის, რამეთუ მოაწია მათ ზედა რისხვაი სრულიად. (Iთეს.2,15.16).

2. ვინც რწმენის გარეშე ასრულებს ღვთის მცნებას, მაგრამ გარეგნულად მაინც სიზუსტით იცავს უფლის სწავლებას, მას ეს არ უნდა აეკრძალოს, რადგან ის ამით არავის აყენებს ზიანს, მავანი მისგან იქნებ სარგებელსაც იღებენ, მა სკი უნდა ჩაენერგოს, რომ აუცილებელია იქონიოს მისი შესაფერისი აზრებიც.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულნი ჰყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან, ამინ გეტყვი შენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფიდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რასა იქმოდის მარჯვენა შენი, რაითა იყოს ქველის საქმე ფარულად, და მამაი  შენი რომელი ხედვიდეს დაფარულთა, მიგაგოს შენ ცხადად. (მთ.6,2-4).

 მიუგო მას იოანე და თქუა: მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩვენ არა შეგვიდგეს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შეგვიდგეს ჩვენ. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ  არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის სიტყუად ჩემდა. რამეთუ რომელი არა ჩვენდა მტერ არს, იგი ჩვენ კერძო არს. (მარკ.9,38-40).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელნიმე შურით და ხდომით, რომელნიმე სათნოებისთვისცა ქრისტეს ქადაგებენ, რომელნიმე-იგი ხდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნათ კრულებათა ამათ ჩემთა, ხოლო რომელნიმე სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყვისგებად სახარებისა მის ვდგა მე. აწ უკუე რაი? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, ამისთვის მიხარის და მიხაროდისცა. (ფილ.1,15-18).