მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ
წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ

1. ადამიანს, რომელიც უცხო საქმეს ჩადის, აღარ ძალუძს ემსახუროს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: ვერვეს ხელ-ეწიფწბის ორთა უფალთა მონებად; ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხავაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა. (მათე6,24).
მოციქულ პავლეს სიტყვები: ნუ ექმნებით თანა-მეუღლედ ურწმუნოთა მათ; რამეთუ რაი მოყვასობაი არს სამართლისაი და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ მორწმუნესა ურწმუნოსა თანა. (2კორინთ6,14-16). რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუეს ჩვენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკვუდა, ყოველნივე საქმე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკვუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკვდრისა მის და აღდგომილისა. ამისათვის ჩვენ ამიერითგან არღარავინ ვიცით ხორციელად რამეთუ დაღათუ ვცოდეთ ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით (2კორინთ5,14-16).

2.სახარებისეულ ცხოვრების გზას შედგომილმა, უწინარეს ყოვლისა თავი უნდა განიწმინდოს ყოველგვარი ხორციელი და სულიერი ბიწისაგან, რათა შემდგომ ამისა სათნო ეყოს ღმერთს, განმართლების სრულმყოფელ ღვაწლში.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმენდთ გარეშესა სამოსლისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავეს არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად იგი სამოსლისაი პაროფრისიდისაი რაითა იყოს გარეშეცა იგი წმიდა. (მათე23,25-26).
მოციქულ პავლეს სიტყვა: ესერა უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმინდეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღმრთისაითა. (2კორინთ.7,1)

3. ვერ იქნება ქრისტეს მოწაფე ის, ვინც მიჯაჭვულია რაიმე მიწიერს, ან შეპყრობილია რაიმეთი, რაც ტუნდაც ოდნავ მაინც განაშორებს ღვთის მცნებებს.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. და რომელნან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. (მათე16,37-38). -რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავვნ თავი თვისი აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. რამეთუ უკეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის მან პოვოს იგი. (მათე16,24-25).