მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 22. იმის შესახებ, თუ რა აუცხოებს ადამიანს ღმერთისგან, და რითი შეიცნობა ღმერთთან სიახლოვე
წესი 22. იმის შესახებ, თუ რა აუცხოებს ადამიანს ღმერთისგან, და რითი შეიცნობა ღმერთთან სიახლოვე

1. ცოდვა ადამიანს ღვთისაგან განაშორებს და ეშმაკთან აახლოებს.

ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეტუ ყოვლემან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი (იო.8,34). - თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის თქმათა მამისა თქვენისათა გნებავს ყოფად. (იო.8,44).

პავლე მოციქულის სიტყვა:  რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან (რომ.6.20).

2. გულმოდგინება ღვთის ნების აღსრულებაში საცნაურს ხდის ღმერთან სიახლოვეს.

ქრისტეს სიტყვები: რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. (იო.8,47).
უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაი შენი და ძმანნი შენნი გარე დგანან და ხილვაი შენი ჰნებავს, ხოლო თავადმან ჰრქუა მათ; დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყვაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი (ლკ.8.20.21).

ქრისტეს სიტყვები: თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ. (იო.15,14).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ რომლენი სულითა ღმრთისაითა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი (რომ.8,14).