მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 23. უნებური ცოდვების შეცნობის შესახებ
წესი 23. უნებური ცოდვების შეცნობის შესახებ

1. ცოდვაში უნებლიედ ჩათრეულმა უნდა იცოდეს, რომ ის შეპყრობილია სხვა ცოდვით, რომელიც წინ უძღვის პირველს, რომელსაც ის თავისი ნებით ემსახურება, და რომელსაც ისეთ ცოდვებში შეჰყავს, რომელშიც არ სურდა ჩავარდნილიყო.

პავლე მოციქულის სიტყვა: ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე ხორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა, რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ. ხოლო უკეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, თანა-მოწამე ვარ სჯულისა, რამეთუ კეთილ არს. აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა, კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა-მიძს მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვპოვებ. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ, ხოლო უკუეთუ, რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემთანა ცოდვაი (რომ.7,14-20).