მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 26. სიტყვათა და ქმედებათა გამყარება წმ. წრილით
წესი 26. სიტყვათა და ქმედებათა გამყარება წმ. წრილით

1. ყოველი სიტყვა და საქმე დამტკიცებული უნდა იყოს ღვთივსულიერი წერილის მოწმობით, განსამტკიცებლად კეთილთა და შესამუსვრელად ბოროტთა.

მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი პურ იქმენ. ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა მთ.4,3.4).
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყვეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად. (საქ.2,4).
ხოლო განკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს: რაიმე ჰნებავს ამათ ყოფაი? ხოლო სხვანი ეკიცხვიდეს და იტყოდეს, ვითარმე ტკბილითა განსავსე არიან. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქვენდა ცხად იყავნ და ყურად-იხვენით სიტყვანი ჩემნი, რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაი ამის მესამე. არამედ ესე არს თქმული იგი იოელ წინასწარმეტყველისა მიერ; და იყოს უკანასკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტველებდნენ ძენი თქვენი და ასულნი თქვენი და ჭაბუკნი თქვენი ხილვასა იხილვიდნენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო (იოელ.2,28 საქ.2,4.12-17).

2. ჩვენი ნამოქმედარისა თუ ნათქვამის დასამტკიცებლად ასევე შეიძლება ვისარგებლოთ ყოფითი ცხოვრებიდან, ბუნებიდან და ადათწესებიდან ცნობილი გამონათქვამებით.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთაგან იცნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვი? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს (მთ.7,15-17).
დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობრნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაისათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ? მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა არიან (ლკ.5,30.31).

პავლე მოციქულის სიტყვა: არავინ მოღვაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაითა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღუაწოს (II ტიმ.2,4.5).