მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 27. ღმერთისა და მისი წმინდანების მიბაძვის შესახებ
წესი 27. ღმერთისა და მისი წმინდანების მიბაძვის შესახებ

1. არ უნდა მიემსგავსოთ იმას, რაც უცხოა ღვთაებრივი სწავლებისათვის, არამედ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალით უნდა ვბაძავდეთ ღმერთს დამ ის წმინდანებს.

ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქვენ შორის არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნებს ტქვენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქვენ შორის მსახურ. და რომელსა უნებს თქვენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქვენდა მონა, ვითარცა ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის (მთ.20,25-28).

პავლე მოციქულის სიტყვა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი, კეთილი, სათნოი და სრული (რომ.12,2). - მომბაზავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესი (Iკორ.11,1).