მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 28. ადამიანთა გამოცნობის შესახებ
წესი 28. ადამიანთა გამოცნობის შესახებ

 უბრალოდ და გამოუძიებლად არ უნდა მოვიხიბლოთ ადამიანებით, რომელნიც თითქოს წინასწარმეტყველებად და ჭესმარიტების მიმდევრებად ასაღებენ თავს, არამედ უნდა შევიცნოთ ისინი წმიდა წერილში ხსენებული ნიშნებით.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდეს თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფითა მათთგან იცნეთ იგინი (მთ.7,15.16). - ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას (იო.13,35).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის გაუწყებ თქვენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაითა იტყოდის და თქუას: შეჩვენებულ იესო; და არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესო, გარდა სულითა წმიდითა (Iკორ.12,3).