მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 30. იმის შესახებ, რომ არ ეგების სიწმინდის შელახვა მასთან მიწიერის შერევით
წესი 30. იმის შესახებ, რომ არ ეგების სიწმინდის შელახვა მასთან მიწიერის შერევით

1. ყოველდღიური საჭიროებისათვის სახმარი, რაიმე არ უნდა შეერიოს სიწმინდეს რათა არ შებღალოს იგი.

და შევიდოდა ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდველნი და ყოველნი რომელნი იყიდდა ტაძარსა მას შინა და ტაბლები იგი მეკერმეთაი დაამხუა და სასხდომლები იგი ტრედისაი მოფარდულთაი მათ დაუქცია და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს ქვაბ ავაზაკთა (ის.56,7; იერ.7,11. მთ.21,12.13).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუუკუე სახლებ არა გიდგეს ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ყოფთ და აეცხვენთ მათ, რომელთა არარაი აქუს? - ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაითა არა დასასჯელად შეკრბეთ (Iკორ.11,22.34).

2. ღვთისადმი შეწირულს, მანამ უნდა მიეგებოდეს პატივი როგორც სიწმინდეს, ვიდრე მასზე ღვთის ნება ჰგიებს.

 ქრისტეს სიტყვები: იერუსალიმ, იერუსალიმ რომელმან მოსწვვიდნენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაჰკრიბენ მოვლინებულთა შენ ზედა! რაოდენ გზის ვინებე შეკრებაი შვილთა შენთაი, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართვუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისთა, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად (მთ.23,37.38).