მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 32. ყოველთათვის კუთვნილის მიგების შესახებ
წესი 32. ყოველთათვის კუთვნილის მიგების შესახებ

1. ყველას უნდა მიეზღოს თავისი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კეთილი განწყობით.

და ჰკითხეს მას (იესოს) და ეტყოდეს: მოძღვარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყვი და ასწავებ და არავის თვალთ-აღებ, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ, ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ნუ არა? და ვითარცა გულისხმა-ჰყო ზაკულებაი იგი მათი, ჰრქუა მათ: რაისა გამომცდით მე? მიჩვენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩვენეს; და ჰრქუა: ვისი არს ხატი იგი ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს ჰრქუეს: კეისრისაი. და იესო ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა (ლკ.20,21-25).

პავლე მოციქულის სიტყვა: მისცემდით უკუე ყოველი: თანანადებსა; სახარკოსა-ხარკი, საზვერესა-ზვერი, საშინელსა-შიში, პატივსა-პატივი, ნურარარაიმცა ვისი თანა-გაძს გარნა ურთიერთარს სიყვარული, რამეთუ რომელსა უყვარდეს მოყვასი თვისი, მან სჯული აღასრულა (რომ.13,7.8).