მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ
წესი 33. ცთუნებათაგან გარიდების შესახებ

1. არ შეიძლება საცდურია შექმნა.

და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას უფსკრულსა ზღვისა. ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან, რამეთუ უნებლიეთცა მომავალ არიან საცდურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური (მთ.18,6.7).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუღარამცა ურთიერთარს განვიკითხავთ, არამედ უფროისღა ესე განიკითხეთ, რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმისა (რომ.14,13).

2. ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, არის საცდური.

მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალემად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

3. ისეთ სიტყვასა და საქმეს, რომელიც დაშვებულია წმიდა წერილით, მაგრამ სხვები რაიმე მსგევსი ცოდვისათვის განეწყობიან ან ამის გამო გულმოდგინებას დაკარგავენ კეთილის სამსახურში, უნდა განვერიდოთ.

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჭამისათვის ნაკერპავთაისა უწყით, არარაი არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთი სხვაი გარნა მხოლოი იგი ერთი ღმერთი, რამეთუ დაღაცათუ არიან რაიმე სახელ-დებულ ღმერთი გინა, თუ ცათა შინა, გინა თუ ქვეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, არამედ ჩვენდა ერთ არს ღმერთი მამაი, რომლისაგან არს ყოველი, და ჩვენ მის მიმართ; ერთ არს უფალი იესო ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩვენ მის მიერ. არამედ არა ყოველტა თანა არს მეცნიერებაი; ხოლო რომელნიმე იჭვით ვიდრე აქმომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპევსა, ჭამენ და გონებაი იგი მათი უძლური შეგინებისა. ხოლო საჭმელმან ჩვენ არა წარგუადგინეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არა გუემატოს, და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს. ხოლო ეკრძალენით ნუუკუე ხელმწიფებაი ეგე თქვენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ. რამეთუ ვიმნე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაი, საკერპოსა შინ ინახით-მჯდომარე, არა-მეა გონებაი იგი უძლურისაი მის აღეშენოს ნაკერპავისა მის ჭამად? და წარწყმდეს ძმაი იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათვის ქრისტე მოკუდა. ესრეთ რაი სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტე მიმართ სცოდავთ. ამისთვისცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე, რაითა არა ძმაი ჩემი დავაბრკოლო... არა ნუ გუაქუსა ხელმწიფებაი ჭამად და სუმად? არა ნუ გაქუსა ხელმწიფებაი დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? ანუ მე ხოლო და ბარნაბა არა გაქუს ფლობაი საქმედ? ვინ-მე სადა საგრობნ თვისით საგზლითა? ვინ დაასხის ვენახი და ნაყოფისა მისგან არა ამის? ანუ ვინ მწყემსინ სამწსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაისა არა ჭამის? (Iკორ.8,4-13;9,4-7).

4. რომ არ შეიქმნას საცდური, უნდა გაკეთდეს ისიც, რისი ქმნაც არ არის გარდაუვალი.

და ვითარცა მოვიდის იგინი კაპერნაუმად, მოუხდეს მას რომელნიიგი დიდრაქმას შეჰკადრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღვარმან თქვენმან არა მოგვცესა ხარკი? ხოლო მან რქუა: ჰე, და ვითარცა შევიდა იგი სახით, უსწრო მას იესო ჰრქუა რასა ჰგონებ შენ, სვიმონ: მეფენი ქვეყანისანი ვიეთაგან მიიღებან ხარკსა ანუ ზუერსა, შვილთაგა ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მოუგო  იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუათ და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად ამოხდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოვო მის შორის სატირი, მოირé იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის (მთ.17,24-27).

5. ღვთის ნების აღსრულებისას უნდა გამოვლინდეს უდრეკი, მტკიცე შემართება, თუნდაც რომ დაბრკოლდნენ ზოგიერთები.

 არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაი ესმა სიტყვაი დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხვრას. უტევენით ეგე რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი; ხოლო ბრმაი ბრმას თუ წინა-უძღვინ, ორივენი მთხრებლსა შთაცვივიან (მთ.15,11-14).

 ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა - ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მისთანა; ჰრქუა მათ იესო ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქვენცა გნებავს წარსვლის (იო.6,53.66-67).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ქრისტეს სუნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილად, და რომელთამე სულად ცხოვრებით ცხოვრებად და ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? (IIკორ.2,15.16).