მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ
წესი 36. ღმრთის სადიდებლად წმინდანთა პატივისცემის შესახებ

ისინი, რომელნიც იცავენ უფლის სწავლებას, უნდა შევიწყნაროთ მთელი გულითადობით და ყოველგვარი პატივით თვით უფლის სადიდებლად, ხოლო ვინც არ უსმენს და არ შეიწყნარებს მათ, ის დაისჯება.

 ქრისტეს სიტყვები: რომელმან შეგიწყნარნეს თქუაენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. - და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყვანი თქვენნი, გამო -რაი-ხვიდოდით მიერ სახლით, გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქვენთაი. ამინ გეტყვი თქვე: უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. (მთ.10,40.14.15). - ამინ, ამინ გეტვი თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მოვავლინო, მე შემიწყნარებს. (იო.13,20).

 პავლე მოციქულის სიტყვა: უმჯობეს ადრე შევრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანაშემწისა და თანამოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქვენისა მოციქულისა და მსახურისა მის სახმართა ჩემთასა მოვლინებად თქუენდა. შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლთა სიხარულითა, და ეგევითარნი-ეგე პატიოსნად იპყრენით. (ფილ.2,25.29).