მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ
წესი 39. რწმენაში სიმტკიცის შესახებ

მტკიცე უნდა იყო რწმენაში, და არა ცვალებადი, არ უნდა დაკარგო ღვთისაგან მიღებული მადლი.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო რომელი იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყვაი იგი ისმინოს და მეყსეულად სიხარული მიიღის იგი. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თვისსა, არამედ საწუთო არნ და რაჟამს არნ ჭირი ან დევნაი სიტყვისა მისთვის, მეყსეულად დაბრკოლდის იგი (მთ.13,20-21).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ამიერთაგან, ძმანო ჩემნო საყვარელნო მტკიცე იყვენით და შეურყეველ ჰმატებდით საქმესა უფლისასა მარადის; უწყოდეთ რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ(Iკორ.15,58). - მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადერე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებადN(გალ.1,6).