მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 4. ღვთის პატივისცემის შესახებ
წესი 4. ღვთის პატივისცემის შესახებ

1. თაყვანს სცემს და განადიდებს უფალს ის, ვინც აღასრულებს ნებას მისას, ხოლო ვინც არღვევს მის კანონს, ის შეურაცხყოფს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასულე, რომელიც მომეც მე, რაიცა ვყო (იო.17,4).- ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,16).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა გამოიცადოთ თქვენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბლკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებრად ღვთისა. (ფლპ.1,10-11). - რომელი სჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? (რომ.2,23).