მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ
წესი 40. წმ. წერილთან შეუთანხმებელ სწავლებათა გამავრცელებლების შესახებ

არ უნდა მოუსმინო, რომელნიც უცხო სწავლებას გთავაზობენ, თუნდაც ისინი სუსტების შესაცდენად და დასრწმუნებლად თავს ჭეშმარიტ მოძღვრებადაც კი რომ ასაღებდნენ.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ ქრისტე და მრავალთა აცთუნებდეს (მთ.24,4.5). - ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სვლაი და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მიკითხუაი და პირველ ჯდომაი კრებულსა შორის და ზემოჯდომაი პურსა ზედა, რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვენ, ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი (ლკ.20,46.47).

პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ. ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელიიგი მიიღეთ, შეჩვენებულ იყავნ (გალ.1,8.9).