მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 45. სხვებთან ურთიერთობაში მორჩილების შესახებ
წესი 45. სხვებთან ურთიერთობაში მორჩილების შესახებ

1. არ შეიძლება ცათა სასუფევლის ღირსი გახდენ ისინი, ვინც ურთიერთ დამოკიდებულებაში ბავშვებს არ ბაძავენ.

ქრისტეს სიტყვები: ამინ გეტყვი თქუენ, უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მთ. 18, 3).

2. ვისაც ცათა სასუფეველში მეტი დიდება სურს მიეგოს, მან აქვე უნდა შეიყვაროს მორჩილება და სიმდაბლე სხვებთან დამოკიდებულებაში.

ქრისტეს სიტყვები: რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვიტარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა (მთ. 18,4) - და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი იყოს ყოველთა მონაი (მკ. 10, 44)

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნურარაით ხდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შერაცხდით თვითოეული თავისა თვისისასა (ფილ. 2.3)