მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 47. ჭეშმარიტი საუნჯის მოხვეჭის შესახებ
წესი 47. ჭეშმარიტი საუნჯის მოხვეჭის შესახებ

სიმდიდრე მიწაზე კი არა ზეცაში უნდა დავიუნჯოთ.

ქრისტეს სიტყვები: ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან (მთ. 6, 19.20). - განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის (ლკ. 12, 33). - ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა (ლკ. 18, 22).

პავლე მოციქულის სიტყვა: კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთვის ჟამისა, რაითა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხოვრებასა (I ტიმ. 6, 19.20)