მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 49. ჩხუბისა და დავის არქონისა და ყველასთან მშვიდობის შესახებ
წესი 49. ჩხუბისა და დავის არქონისა და ყველასთან მშვიდობის შესახებ

1. ნუ შექმნით დავას სამოსზეც კი, რომელიც აუცილებელია სხეულის დასაფარად.

 ქრისტეს სიტყვები: რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოიცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც, და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰხდი (ლკ. 29.30).

 პავლე მოციქულის სიტყვა: იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყვასისა მიმართ, განსჯად ცრუთა წინაშე, და არა უფროისღა წმიდათა წინაშე? აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულებაი არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაისათვის არა უფროისად თქუენ გევნების? რაისათვის არა უფროისად თქუენ მიგეხუეჭების? არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხვეჭთ, და ამას ძმათა! (I კორ. 6, 1.7.8).

2. ნუ უმტრობთ ვინმეს და შურს ნუ იძიებთ, არამედ, ღვთის ნების თანახმად, რამდენადაც ეს თქვენზეა დამოკიდებული, ყველასთან მშვიდობა უნდა იქონიოთ.

 ქრისტეს სიტყვები: გესმა, რამეთუ თქმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ (ის. 21,24). ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯვენასა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა (მთ. 5,38,39). - მშვიდობით იყვენით ურთიერთას (მკ. 9,50).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, წინასწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა, უკუეთუ შესაძლებელ არს თქვენს მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით (რომ. 12, 17.18). - ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაი, არამედ რაითა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლებელ, უმანკო (II ტიმ. 2,24).

3. სხვისი გამოსარჩლების მიზნით შური არ უნდა იძიოთ შეურაცხმყოფელზე.

 მაშინ მოუხადეს და დაასხნეს ხელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი. და აჰა ერთმან იესოს თანამან მიყო ხელი და იხადა მახვილი და სცა მონასა მღვდელმთავრისასა და წარუკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესო: მიაქციე მახვილი ეგე ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ (მთ. 26, 50-52).
და წარავლინნა მოციულნი წინაშე მისსა, და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელსა, რაითა მო-რაიმე-უმზადონ მას. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მოსვლად იერუსალემდ. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოანე, თქუეს: უფალო გნებავსა, რაითა ვთქუათ, და ცეცხლი გარდმოხდეს ზეცით და აღხოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? მიექცა იესო და შერისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ. რამეთუ ძე კაცისაი არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად და წარვიდეს სხუას დაბასა (ლკ. 9, 52-56).