მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 5. ურთიერთსიყვარულის შესახებ.
წესი 5. ურთიერთსიყვარულის შესახებ

1. ყოველგვარი სიძულვილისაგან განწმედილს მტრებიც კი უნდა უყვარდეს, მეგობრებისსთვის კი, თუ გაჭირდა, სული დადოს ისეთივე სიყვარულით, როგორც აჩვენა ჩვენდამი ღმერთმა და მაცხოვარმა მისმა.

ქრისტეს სიტყვები: თქვენ გსმებნიათ:შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი (ლევ19,17.18) ხოლო მე გეტყვი თქვენ:გიყვარდეთ მტერნი თქვენნი აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმზლავრობენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ (მთ.5,43.44.48.) იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. - რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მისცა მას (იო.3,16) - რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებიდეთ ურთიერთას ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ. უფროსი ამისი სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იო.15, 12.13.). - და იყვენით ძე მადლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვის და უკეთურთა. იყვენი თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს (ლკ.6,35.36).
პავლე მოციქული სიტყვა: ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყვარული ჩვენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩვენთვის მოკვდა (რომ5,8). - იყვენით უკუე მობაძავ ღრმთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა იგი (ეფ. 5,12.).

2. ნიშანი ქრისტეს მოწაფეობისა არის ურთიერთის ქრისტესმიერი სიყვარული.

ქრისტეს სიტყვები: ამით ცნან ყოველთა ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუიყუარებოდეთ ურთიერთას (იო.13,35)

3. ვინც რაიმე ზიანს აყენებს მოყვასს, ან შეურაცხყოფს მას მისი მცირედმორწმუნეობის გამო, წერილის სიტვითაც რომ იყოს დადასტურებული მისი ქმედება, მას ცხადია, არ გააჩნია მოყვასის სიყვარული.

პავლე მოციქულის სიტყვა: უკუათუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, არღარა სიყვარულით ხუალ, ნუ საჭმლითა შენითა მას წარწყმედ, რომლითვის ქრისტე მოკუდა (რომ.14,15).

4. ქრისტიანმა შეძლებისამებრ ყველა საშუალებით უნდა დაამშვიდოს ის, ვინც გაავებულია მასზე.

ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავთა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარცა ძმაი შენ გულძვი რაიმე არის შენთვის, დაუტევე შესაწირავი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მივედ და შესწირე შესაწირავი შენი. (მთ.5,23.24).

პავლემოციქულის სიტყვა: მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩვენთა ვლოცავთ; (1კორ.4,12.13)

5. ქრისტეს მიერი სიყვარულით ზოგჯარ გულიც კი შეიძლება ატკინო მოყვასს, თუ კი ეს მისსივე კეთილდღეობას ემსახურება.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა და არავინ თქვენგანი მკითხავს მე, ვითარმედ ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაი გეტყოდე თქვენ მწუხარებამან აღავსნა გულნი თქვენნი. არამედ მე ჭეშმარიტს გატყვი თქვენ: უმჯობეს არს თქვენდა, რაითა მე წარვიდე; უკეთუ მე არა წავიდე, ნუგეშინის-მცემალი იგი არა მოვიდეს თქვენდა; (იო.16,5-7).

პავლე მოციოქულის სიტყვა: რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქვენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქვენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელნ შესწუხნით სინანულად და რამეთუ ღრმთისათვის შესწუხნით, რაითა არარაით იზღვივნეთ ჩვენგან (IIკორ.7,8.9).