მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 51. სხვათა მხილების შესახებ
წესი 51. სხვათა მხილების შესახებ

ჯერ საკუთრი თავი უნდა გამოასწორო ნაკლოვანებათაგან და მხოლოდ შემდეგ ეძიო ნაკლი სხვაში.

ქრისტეს სიტყვები: ანუ რაისა ჰხედავ წველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თვალსა შინა შენსა ვერ განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ამასა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა! ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა (მთ. 7, 3-5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის ვერ სიტყვის მიმგებელ ხარ, ჰოი კაცო, ყოველი, რომელიცა ჰსჯი, რამეთუ რომელითა ჰსჯი მოყვასსა, თავსა თვისსა დაისჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა ჰსჯი. ესე უწყით, რამეთუ სასჯელი ღმრთისაი, ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათვის. ამას სამე ჰგონება, ჰოი კაცო, რომელი ჰსჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე სასჯელსა ღმრთისასა? (რომ. 2, 1-3).