მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 52. ცოდვილებთან ურთიერთობის შესახებ
წესი 52. ცოდვილებთან ურთიერთობის შესახებ

1. ცოდვილთადმი ნუ იქნებით გულგრილნი, არამედ უნდა ჰსწუხდეთ და ტიროდეთ მათ გამო.

და ვითარცა მიეახლა, (იესო) იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა. და იტყოდა, ვითარმედ: უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენდა (ლკ. 19, 41.42).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოვლადვე ისმის, რაისა თქვენ შორის სიძვაა და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროისად იგლოვეთ, რაითა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა (I კორ. 5,1.2). - ნუ, კუალად მო-რაი-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქვენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინასწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არაწმინდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს (II კორ. 12, 21).

2. არ უნდა დუმდე, როცა ხედავ, რომ სცოდავენ.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შერისხენ მას; (ლკ. 17, 3).

პავლე მოციქულის სიტყვა: და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფათა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა (ეფეს. 5, 11).

3. ცოდვილებთან ახლო ურთიერთობაში შესვლა დასაშვებია მხოლოდ ერთი პირობით, რათა განვაწყოთ ისინი სინანულისათვის, თუკი რაიმე საშუალებით შესაძლებელია ამის გაკეთება ცოდვის გარეშე.

 მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს ინახით იესოის თანა და მოწაფეთა მისთა თანა და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ. ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაისთვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი? ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მათ: არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავლეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, (მთ. 9,10-13).
და იყვნეს ყოველნი მეზვერენი და ცოდვილნი მახლობლად მისა და ისმენდეს მისსა და დრტვინვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთვის, ვიდრემდე პოვოს იგი? (ლკ. 15, 1-4).

პავლე მოციქულის სიტყვა: და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაითა შეიკდომოს. და ნუ ვითარცა მტერსა შერაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა (II თეს. 3,14.15). - ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაიმე, რაითა არა დავიმძიმო, თქუენ ყოველნი. კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი ხოლო აწ წინააღმდგომი უფროისღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშის-ცემად. ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევიტარი იგი (II კორ. 3,5-7).

4. უნდა განვეშოროთ მათ, რომელნიც ჯიუტად რჩებიან თავიანთ ცოდვაში, მათი გამოსწორებისათვის მიღებული ყველა შესაძლებელი ზომის მიუხედავად.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან (მთ. 6, 15.14).