მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 54. განკითხვისა და განსჯის შესახებ
წესი 54. განკითხვისა და განსჯის შესახებ

1. არ უნდა განიკითხოთ ერთმანეთი იმის გამო, რაც დაშვებულია წერილით.

 ქრისტეს სიტყვები: ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ განკითხნეთ და რომლითა მოუწყოთ, მოგეწყოს თქუენ (მთ. 7,1-2). - ნუ დასჯით და არ დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ (ლკ. 6,37).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ. მჭამელი იგი არა მჭამელსა ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ: ღმერთმან უკუე იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავნ სხვისა მონასა? თვისისა უფლისა დგეს, გინა დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისა. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თვისითა გონებითა გულ-სავსე იყავნ. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს, და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა. აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თვისისათვის სიტყუა მისცეს ღმერთსა. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ (რომ. 14, 2-6. 12.13). - ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმელითა და სასუმელითა გინა კერძო დღესასწაულისაითა, გინა თავითა, გინა შაბათობითა, რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთა მათ; (კოლ. 2, 16.17).

2. არ ეგების ეჭვით მერყეობა იმაზე, რაც დაშვებულია წერილში.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თვისი, რომელსა შინა გამოიცადოს. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ წამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით წამს; და ყოველი რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს (რომ. 14, 22.23). - უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაისაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა, ჰბრძნობთ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოს-იხილავ, ნუცა შეეხები,” რომელი-იგი არს ყოველივე განსაკუთრებულად ხუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღვრებისა კაცთაისა? (კოლ. 2,20-22).

3. ნუ განსჯი იმას, რაც დაფარულია ჩვენთვის.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ამისათვის ნუ წინასწარ ჟამისა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და განცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაი იყოს კაცად-კაცადისაი ღმერთისა მიერ (I კორ. 4,5).

4. ნუ განსჯი თვალთღებით

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ წინადაცვეთილებაი მოიღოს კაცმან შაბათსა, რაითა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლო კაცი შაბათსა შინა? ნუ სჯით თუალთ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ (იო. 7,23.24).

5. ნურავის განიკითხავ მანამ, ვიდრე მის საქმეს მისივე თანდასწრებით გამოწვლილვით არ გამოიკვლევ, რაგინდ ბევრიც არ უნდა ჰყავდეს მას მბრალდებელი.

 ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: (ფარისეველი) ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? (იო. 7,50.51).
და ვითარ მრავალ დღე (მეფე აგრიპა და ვერონიკა) იქცეოდეს მუნ (რომში), ფესტოს უთხა მეფესა პავლესთვის და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, რომლისთვისაც ვიყავ იერუსალიმს, მითხრეს მე მღვდელთ მთავართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის სასჯელსა. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ: არა არს ჩუელებაი ჰრომთაი მიმადლებად ვისამე კაცისაი წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდენ პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი (საქ. 25, 14-16).