მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 59. ადამიანთა შორის პატივის შესახებ
წესი 59. ადამიანთა შორის პატივის შესახებ

ქრისტიანი არ უნდა ეტრფოდეს ადამიანურ დიდებას და არ უნდა შეეჩვიოს დაუმსახურებელ პატივს, არამედ მოვალეა გონს მოიყვანოს ისინი, რომელნიც მას ასეთ პატივს მიაგებენ ან უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ეგების.

ქრისტეს სიტყვები: აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი? ხოლო იესო ჰრქუა მას: რასა მეტყვი მე სახიერო? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი (მთ. 19, 16.17).

ქრისტეს სიტყვები: დიდებაი კაცთაგან არა მოვიღო, ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძიებთ? (იო. 5, 41. 44). - ვაი თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა (ლკ. 11, 43).

პავლე მოციქულის სიტყვა: არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა ამასვე გეტყოდი თქუენ? და აწ რომელი-იგი გისწავიეს და იცით გამოჩინებად იგი თვისსა მას ჟამსა (II თეს. 2, 5.6).
და იყო შესვლასა მას პეტრესა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ხერხთა მისთა და თაყვანის-სცა მას, ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ (საქ. 10, 25.26).
და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფეო და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერთ იგი ღაღადებდა: ღმრთისა ხმაი არს და არა კაცისაი. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისათვის რამეთუ არა მისცა დიდებაი ღმერთსაი, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარხდეს (საქ. 12, 21-23).