მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 68. მომავალი საუკუნისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ
წესი 68. მომავალი საუკუნისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ

1. მკვდართა აღდგომის ჟამს არ უნდა ველოდოთ რაიმეს, ამა სოფლისათვის დამახასიათებელს, უნდა ვიცოდეთ, რომ მომავალ საუკუნეში არის ცხოვრება ანგელოზებრივი და თავისუფალი ყოველგვარ საჭიროებათაგან.

 ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განქორწინებენ; ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნეთ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ. არცაღა მერმესიკუდილდ ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან (ლკ. 20, 34-36).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ თქუას ვინმე, ვიტარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ხორცითა მოვიდენ? უგუნურნო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არს, დასტესი, არამედ შიშუელი მარცვალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თვითოეულისა თესლსა თვისი გუამი. ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი (I კორ. 15,35-38; 42-44).


2. არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლის მოსვლა იქნება ადგილობრივი და ხორციელი, არამედ უნდა მოველოდეთ უფალს დიდებითა მამისათა მეყვსეულად მთელს სამყაროში.

 ქრისტეს სიტყვები: მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქეუნ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა თუ იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუარნი და ცრუწინასწარმეტყველი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა (მთ. 24,23.24). - ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა ესერა წინასწარ გითხარ თქუენ ყოველი. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირსა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი; და ვარსკულავნი ზეცით გარდმოცვივენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ და მაშIნ იხილონ ძე კაცისაი მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა (მარკ. 13,23-26).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ამას გეტყვით თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსვლასა მას უფლისასა ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდმოხდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; (I თეს. 4,15.16).