მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 69. იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება და რა უნდა ვაკეთოთ
წესი 69. იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება და რა უნდა ვაკეთოთ

1. რაც იკრძალება თან ექვემდებარება სასჯელს.

 ქრისტეს სიტყვები: რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა (მთ. 15,19.20). - წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა და არა მოხუედით ჩემდა (მთ. 25,41-43). - ვაი თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაი თქუენი; ვაითქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდეს, ვაი თქუენდა რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით: ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი (ლკ. 6,24-26). - ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი (ლკ. 21,34).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა. აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა; სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კვლითა, ხდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძვირის-მეტყველ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისხმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო (რომ. 1,28-31). - ვითარმედ არა იმრუშო, არა კაც-კლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაი თუ რაიმე მცნებაი არს, ამითვე სიტყვითა აღესრულების, ვითარმედ: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარმედ თავი თვისი (რომ. 13,9). - ანუ რა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთA, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ (I კორ. 6,9.10). - რამეთუ მეშინის, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ხდომაი და შური, გულისწყრომანი, ძვირის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი (II კორ. 12, 20). - ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტრობანი, ხდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინასწარ გეტყვი თქუენ, ვიტარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ (გალ. 5,19-21). - ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე (გალ. 5, 26). - ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულის წყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფეს. 4,31). - ხოლო სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი გინა ანგარებაი ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა შვენის წმიდათა. და საძაგლებაი და სიტყვაი სიცოფისაი გინა ლაღობაი რომელი არა ჯერ არს, არამედ უფროისად მადლობაი (ეფეს. 5,3.4). - მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენი ქვეყანაისა ზედა: სიძვაი, არაწმიდებაი, ვნებაი, გულის თქუმაი, ბოროტი და ანგარებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი, რომელთათვის მოიწევის რისხვაი ღმრთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა... ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე რისხვაი, გულის წყრომაი, უკეთურებაი, გმობაი, უშვერი სიტყვაი პირისაგან თქუენისა; ნუ უტყუვით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ (კოლ. 3,5.6.8.9). - უწყი ესე, რამეთუ მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთა და ურჩთა და უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის მკულელთა, მეძავთა, მამათ-მავალთა, კაცის მსყიდველთა, მტყუვართა, ცრუ-ფიცთა და სხუაი რომლიცა რაიმე სიცოცხლისა ამის მოძღურებისა უხდების. სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე (I ტიმ. 1,9-11). - რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგან სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა და სიტყვითა ტყუილისაითა, შემწუარნი თვისითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებით (I ტიმ. 4,1-3). - უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღვრებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა ამათ მოძღვრებათა უფლისა ცუენისა იესო ქრისტესთა და ღმრთისა მსახურებისა ამის მოღურებასა ზედა განლაღებულ არს, არარაი იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათვის და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიას შურნი, ხდომანი, გმობანი, ეჭვნი ბოროტნი, გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაი და ნაკლულევანთაი ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაი; განეშორე ესევითართა მათგან (I ტიმ. 6,3-5). - ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკანასკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი და იყვნენ კაცნი თAვის მოყვარე, ვეცხლის მოყვარე, ლაღ, თავ-მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს უყვარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, უმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა გამცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყვარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყვარე, აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარჰყოფდენ და ამათგანცა განეშორე (II ტიმ. 3,1-5). - რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცდომილ და ვმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას (ტიტ. 3,3).


2. რა არის მოსაწონი და რასა აქვს აღთქმა კურთხევისა.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი; ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ, ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრომ ქუეყანაი; ნეტარ იყვნენ რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისა იწოდენ. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე წინასწარმეტყველნი უწინარეს თქუენსა (მთ. 5,3-12). - მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ. 25,34-36).

 პავლე მოციქულის სიტყვა: გინა რომელი მსახურებდეს მსახურებითა მით, გინა რომელი ასწავებდეს სწავლიტა მით, გინა რომელი ნუგეშინის-ცემითა მით, რომელი მისცემდეს უხუებითა; რომელი ზედა-ადგრბოდის მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს მხიარულებით, სიყვარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ძმათ-მოყვარებითა ურთიერტას მოწლედ იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწორებდით; სწრაფასა ნუ მცონარე ხართ, სულითა მდუღარე იყვენით, უფალსა ჰმონებდით; სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდით; სტუმარის-მოყვარებასა შეუდეგით. აკურთხევდით მდევართა თქუენდა; აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა. და მასვე ურთიერთას ზრახევდით, ნუ მაღალსა მას ზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით, ნუ იქმნებით ბრძენ თავით თვისით; და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინასწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენს მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობას ჰყოფდით. ნუ თავით თვისით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილი რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაი და მივაგო იტყვის უფალი. (მეორე. 32,35). არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა. პური ეც მას და სწყუროდის თუ, ასუ მას. რამეთუ ესე რაი ჰყო, ნაკვერცხალ ცეცხლისაი შეჰკრიბო თავსა მისსა. (იგავნი.25,21.22). ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (რომ.12,7-21). - ნურავინ ნურარაუთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაითა არა იგმოს მსახურებაი ეგე თქუენი, არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენი, ვითარცა ღმრთის მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღვიძრებითა, მარხვითა და სიწმინდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდათა, სიყვარულითა შეუორგულებელითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა, ძალითა ღმრთისაითა, საჭურველითა მით სიმართლისაითა მარჯვენისაითა და მარცხენისაითა, დიდებითა და გინებითა, გმობიტა და ქებითა, ვიტარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი, ვიტარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვიტარცა მოსიკუდინენი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლულნი და არა სიკუდილადნი; ვითარცა მწუხარნი, და მარადის გვიხარის; ვიტარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გუაქუს. და ყოველივე გუაქუს (II კორ.6,3-10). - ამიერთაგან, ძმანო გიხაროდენ. განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იყვენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახავდით, მშვიდობასა ჰყოფდით, და ღმერთი სიყუარულისა და მშვიდობისაი იყავნ თქვენ თანა (II კორ. 13,11). - ხოლო ნაყოფი სულისაი არს; სიყუარული, სიხარული, მშვიდობაი, სულ-გრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი (გალ. 5,22). - გლოცავ თქუენ მე. კრული ესე უფლისა მიერ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებისა მის, რომლისა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთას სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვირველითა მით მშვიდობისაითა. ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებისათა ჩინებისა თქუენისათა; იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მომმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ (ეფეს. 4,1-4;32). - იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვიტარცა შვილნი საყვარელნი, და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თვისი ჩუენთვის შესაწირავად და მსურპლად ღმრთისა, სულად სუნელად (ეფეს.5,1.2). - რავდენი რაი ნუგეშინის-ცემაი არს ქრისტეს მიერ და რავდენი ნუგეშინის-ცემაი სიყუარულისაი, რავდენი რაი ზიარებაი სულისაი რავდენი მოწყალებაი და წყალობაი, აღავსენით სიხარული ჩემი, რაითა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ ზრახვა იყვენით; ნურარაით ხდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შერაცხდით თვითოეული თავისა თვისისა (ფილ.2,1-3). - ამირთაგან, ძმანო რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყვარელ, რავდენი სათნო, რავდენი საქებელ, რავდენი ქებულ, მას ზრახევდით. რომელიცა-იგიისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთსა მშვიდობისაი იყავნ თქუენ თანა (ფილ.4,8.9). - უკუეთუ ქრისტეს ტანა აღსდეგით, ზეცასასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით  და ნუ ქუეყანისასა. რამეთუ მოჰკუედით, და ცხოვრებაი თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაი (კოლ.3,1-3.12). - სწავლიდით უწესოტა მათ. ნუგეშინის-სცემდით სილმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ. სულგრძელ იყვენით  ყოველთა მიმართ. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ, არამედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ. მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაი ღმეთისაი ქრისტე იესოს მიერ ტქუენდა მიმართ. სულსა ნუ დაივიწყებთ. წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხ-ჰყობთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ (I თეს. 5, 14-21). - ხუცესნი ფრთხილ იყვენით, ღირს წმიდა ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა; მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუცა ღვინოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ, რაითა განაბრძობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყვარე ყოფად, შვილთ მოყუარე, წმიდა, უბიწო, სახლის მპრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რაითა არა სიტყუაი ღმრთისაი იგმობვოდის (ტიტ. 2, 2-5). - მოახსენებდა მათ მთავრობათა და ხელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაითა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილსა გამზადებულ იყვენენ, ნუმცა ვის ჰგმობედ, ულალველ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუნებდედ სიმშვიდესა ყოველთა მიმართ კაცთა (ტიტ. 3,12). - ძმათმოყვარებაი ეგენ. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისაგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს. მოიხსენენით კრულნი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძვირ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ხორცნივე გასხენ. პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯეს ღმერთმან. ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, ხმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს, რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტევო, არცა დაგაგდო შენ (ებრ. 13,1-5).