მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 7. ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ
წესი 7. ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ

1. თუკი ვინმე უფლის აღმსარებლად და მისი სწავლების მსმენელად წარმოაჩენს თავს, თუმცა მისი მცნების შესაბამისად არ იქცევა, ღვთის განსაკუთრებული განგებუებით სულიერი ნიჭიც კი რომ ჰქონდეს მიმადლებული, მაიჰც დასჯილია.

ქრისტეს სიტყვები: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალმან მრქუას მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო არა სახელითა შენითა ვწინასწარვმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ.7,21-23).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაისა მეტყვი მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთრომელსა გეტყვი თქვენ? (ლკ.6,46)

ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოველსა საქმისა მიმართ კეთილსა გამოუცდელ (ტიტ.1,16)