მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 72. მსმენელების შესახებ
წესი 72. მსმენელების შესახებ

1. მსმენელნი, რომლებიც წერილში განისწავლებიან, უნდა ჩასწვდნენ, რას ამბობენ მასწავლებლები და მიიღონ ის, რაც ეთანხმება წერილს, ხოლო, რაც წერილს არ ეთანხმება, უკუაგდონ, ცრუ მასწავლებლებს კი ყოველმხრივ განეშორონ.

 ქრისტეს სიტყვები: ვაი მას კაცსა, რომლისაგან მოვიდეს საცთური... და უკუეთუ თვალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან (მთ. 18,7.9). - ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართაისა, არამედ სხვით კარით შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი... ხოლო უცხოსა არა შეუდგნენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის (იო. 10,1.5).

 პავლე მოციქულის სიტყვა: არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ (გალ. 1,8). - წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხ-ყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით (I თეს. 5,20-22).


2. წერილში მცირედ განსწავლულებმა წმინდანთა ღირსება სულიერ ნაყოფთა მიხედვით უნდა შეიცნონ და ვისაც აქვს ეს ნაყოფი, მიიღOნ იგი, ხოლო ვისაც არა აქვს, განეშორონ მას.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ, ნაყოფითა მათთაგან იცნნეთ იგინი (მთ. 7, 15.16)

 პავლე მოციქულის სიტყვა: მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედვიდეთ, რომელნი იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა (ფილიპ. 3,17).


3. მართლისაგან ჭეშმარიტი სიტყვა ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლისაგან, თვით წარმომგზავნელის იესო ქრისტეს, ჩვენი უფლის სადიდებლად.

 ქრისტეს სიტყვები: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; (მთ. 10,40). - რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელსა ჩემსა (იო. 13,20). - რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა (ლკ. 10,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და განსაცდელი იგი ხორცთა ჩემთაი არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაი, შემიწყნარეთ მე, ვიტარცა ქრისტე იესო (გალ. 4,14).

4. ვინც არ ერწმუნება უფლის მიერ მოვლინებულს, ის შეურაცხყოფს არა მხოლოდ მათ, არამედ თვით მომავლინებელსაც და თავის თავზე იმაზე მძიმე სასჯელს დაიტეხს, ვიდრე სოდომელები და გომორელები.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ არავინ შეგიწყნარეს თქუენ და არცა ისმინეს სიტყუანი თქუენი, გამო-რაი-ხვიდოდით მიერ სახლით ან გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერხთა თქუენთა. ამინ გეტყვით თქუენ უმოლხინეს იყოს ქვეყანაი იგი სოომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი (მთ. 10, 14.15). - რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს (ლკ. 10,16).

 პავლე მოციქულის სიტყვა: აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ჰყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგუცა სული წმიდაი მისი ჩუენ ზედა (I თეს. 4,8).

5. სწავლება ღვთის მცნებებზე უნდა მივიღოთ, როგორც ისეთი სწავლება, რომელიც მარადიულ ცხოვრებას და ზეციურ სასუფეველს მოგვაპოვებინებს და გულმოდგინედ უნდა შევასრულოთ იგი, თუნდაც ძნელად რომ გვეჩვენებოდეს.

 ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად (იო. 5,24).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ახარებდეს ქალაქსა მას (პავლე და ბარნაბა) და დაიმოწაფნეს მრავალნი და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად, და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაითა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქ. 14, 21.22).

6. მხილება დ საყვედური უნდა იქნეს მიღებული როგორც წამალი, რომელიც განდევნის სნეულებას და აღადგენს ჯანმრთელობას. აქედან ჩანს, რომ კაცთმოთნეობის ვნების გამო ვითომ უწყინარნი და მცოდველთა არმამხილებელნი ყველაფერს აფუჭებენ (რყვნიან) და ბღალავენ თვით ჭეშმარიტ ცხოვრებასაც კი.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი, უკუეთუ ისმინოს შენი შეიძინე შენ ძმაი იგი შენი (მთ. 18,15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკისა სატანჯველად ხორცითა, რაითა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა (I კორ. 5,4.5). - რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულით. და რამეთუ ღმრთისათვის შესწუხენით, რაითა არარაი იზღვივნეთ ჩუენგან. რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს; ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაი სიკუდილსა შეიქმს (II კორ. 7, 8-10). - ამხილე მათ თვალუხვად, რაითა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა (ტიტ. 1,13).