მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 75. მსახურების და ბატონების შესახებ
წესი 75. მსახურების და ბატონების შესახებ

1. მონა, ღვთის სადიდებლად, უნდა დაემორჩილოს თავის ხორციელ უფალს სრული კეთილგანწყობით და ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება ღვთისა.

 პავლე მოციქულის სიტყვა: მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქვენისაითა, ვითარცა ქრისტესითა, ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითრცა კაც მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან (ეფეს. 6,5-8). - რავდენი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თვისნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შერაცხნედ, რაითა არა სახელი ღმრთისაი და მოძღურებაი ესე იგმოს. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან, არამედ უფროისად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმისა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ (ტიმ. 6,1.2). - მონანი თვისთა უფალთა დაემორჩილენედ და ყოველსა შინა სათნო იყვნედ, ნუ სიტყვის-მგებელ, ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებდედ კეთილსა, რაითა მოძღურებაი იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი შეამკონ ყოვლითავე (ტიტ. 2,9.10).

2. ბატონრბი, იხსენიებენ რა ჭეშმარიტ ბატონს უფალს, მისგან შეწყალების მიღების იმედით, როგორც მის მონანი, თვითონაც უნდა იყვნენ მოწყალენი თავისი მონების, დაქვემდებარებულების მიმართ, და ღვთის შიშით უნდა შეეწეოდენ მათ შემწყნარებლობით, უფლის მიბაძვით შესაძლებლობის ფარგლებში.

 იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მისცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს, აღდგა სერობისა მისგან და სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი, და მოიღო წყალი და შთასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. ... და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელლი თვისი და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 3-5; 12-15).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითარცა კაცი მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად (ეფეს. 6,6).