მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ზრახვების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
ზრახვების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

– წმიდაო მამაო მსმენია, რომ იტალიასთან ომის დროს ბერძნები ცდილიბდნენ, ჯერ მოწინააღმდეგის სიმაგრეებიი გაენადგურებინათ და შეტევაზე მერე გადასულიყვნენ. ამგვარი საშუალებებით მოქმედებს ეშმაკი. ანუ, იმ მოწინააღმდეგის მსგავსად, რომელიც თვითმფრინავიდან უშენს ყუმბარებს მტრის სიმაგრეებს, რათა გაანადგუროს ისინი, შემდეგ კი საარტილერიო შეტევას წამოიწყებს. ეშმაკი ჯერ ზრახვებით დაცხრილავს ადამიანის გულს, შემდეგ კი პირდაპირ ესხმის მას თავს. ეშმაკი ისე არ დაესხმის თავს კაცს, თუ თავდაპირველად მის ზრახვებს არ გარყვნის, კეთილი ზრახვები ხომ იცავს ადამიანს, ისინი მისი სანგარია.
– „მემარცხენე“ ზრახვა – ეს უცხო სხეულია და ადამიანი მის მოშორებას  უნდა ცდილობდეს. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, ამ ბრძოლაში ჩაებას, თავს ვერ გაიმართლებს იმით, რომ სუსტია და ბრძოლის ძალა არ შესწევს. კეთილი განზრახვა ხომ წერაქვი ან ურო არ არის, რომ სუსტი ადამიანი მას ვერ მოერიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელები უკანკალებს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი კეთილად დავინახო. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება რაღაც სიმახინჯეებს?! სინამდვილეში ხომ შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ადამიანი ასე თვითდაჯერებულობის გამო კი არ იქცევა, არამედ საგანგებოდ იმისათვის, რომ დაიმდაბლოს.
– წმიდაო მამაო, მე კი სულ „მემარცხენედ“ და „მემარცხენედ´მიმუშავებს გონება და ეს ძალიან მაწუხებს. ბრძოლით კი ვიბრძვი, მაგრამ „მარჯვნივ მობრუნება“ არ შემიძლია.
– თუ შენ გაწუხებს ისინი და მათ განდევნას ცდილობ, ეს უკვე გარკვეული წინსვლაა. თუ წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ, როდესაც მაცდური „მემარცხენე“ აზრებით გესხმის თავს, გიბიძგებს რომ მისკენ შებრუნდე, ამ დროს საჭე მთელი ძალით შემოატრიალე საწინააღმდეგო მიმართულებით, მტერს კი ნურავითარ ყურადღებას ნუ მიაქცევ. სცადე, რომ საკუთარ თავში დანერგო კეთილი აზრები, როგორც უფროსი, ისე უმცროსი დების მიმართ, რომლებიც საკუთარი შინაგანი ღვაწლით არიან დაკავებულნი. ეშმაკი ხომ იმისთვის რყვნის შენს აზროვნებას, რომ შენი სულიერი ზრდა შეაჩეროს. საკუთარი ზრახვები რომ არ გიშლიდნენ ხელს, წინ გიგანტური სულიერი ნაბიჯებით ივლიდი. მთელი სულიერი ცხოვრება ზრახვებზეა დამოკიდებული. ზრახვებზეა დამოკიდებული წარმატებები სულიერ ცხოვრებაში.
– წმიდაო მამაო, რა დაგვეხმარება „მემარცხენე ზრახვებთან“ ბრძოლაში?
– საკუთარი თავის მიმართ სიფხიზლე და გამუდმებული ლოცვა. როდესაც საკუთარ თავს ფხიზლად მეთვალყურეობ, ფრთხილად იქცევი და კეთილ ზრახვებს ამუშავებ. მაგალითად, როდესაც ფინჯანს ხედავ, ფიქრს იწყებ წმიდა ბარძიმზე, საიდუმლო სერობაზე, ქრისტეზე. მაგრამ თუ სულიერად ფხიზლად არ ხარ, შესაძლოა, გონება უამრავ არასულიერ ან პირდაპირ ცოდვილ საგანზე გაგექცეს, ამიტომ, შეეცადე, რომ საკუთარ თავში არ შეაგროვო აზრების „ნაგავი“, იმიტომ, რომ მერე ამ ზრახვების განსადევნად მცირეოდენი ძალისხმევა აღარ იკმარებს. იკითხე იესოს ლოცვა და სულიერად მობილიზებული იყავი, თუ გონება სადღაც გაგექცევა, კვლავ უკან დააბრუნე და გამუდმებით აკეთე ეს, გონებას ტრიალის საშუალებას ნუ მისცემ. თუკი გონება მუდმივად იმყოფება არა პირდაპირ ცოდვილი აზრების სფეროში, არამედ – ნეიტრალური საგნების ირგვლივ ტრიალებს, ეს ნეიტრალური საგნები იტაცებენ მას და მის „ნეიტრალიზებას“ ახერხებენ. სწორედ ამ დროს იფლანგება იგი ამაოდ. ამასთან, დაბნეულობის შედეგად შობილი აზრები გაცილებით მზაკვარია, ვიდრე – აშკარად ბოროტი აზრები. პირველთ ხომ, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ, და ამიტომ არ ცდილობენ მათ თავიდან მოშორებას.
– წმიდაო მამაო, ზრახვა მეუბნება: „შენ უკვე ამდენი წელი ცხოვრობ მონასტერში და არანაირი წარმატებისთვის არ მიგიღწევია“.
– მოდი, ერთი მეც მომასმენინე ამას როგორ გეტყვის! თქვენ მეტისმეტად ბევრს უსმენთ ეშმაკს, რა ადვილად გატრიალებთ თითის გარშემო! რატომ უჯერებთ ეშმაკს? რატომ კარგავთ წონასწორობას? დამშვიდდით! ტყუილად ბრაზობთ და ტყუილად გამოდიხართ მდგომარეობიდან, ეშმაკი ილუზიონისტს გავს, ყველაფერს შეცდომილად გაჩვენებთ, ის თავბრუს გახვევთ ბნელი, პესიმისტური აზრებით, რომ დრო წაგართვათ და ლოცვას მოგწყვიტოთ, ასევე ყურადღება მოგიდუნოთ და მორჩილება დაგათმობინოთ. თუ მცირედ მაინც გამოუვა ის, რომ გონება აგიბნიოთ  და მასთან ბრძოლის განწყობილება დაგაკარგვინოთ, ეს უკვე საკმარისიაა იმისთვის, რომ იგი წინ წავიდეს და ახალი სიმაგრეები დაიკავოს. თუ განმარტოებით შრომობ, ეცადე ეს წესი დაიცვა: იგალობე რომელინე საეკლესიო საგალობელი, ადიდე ღმერთი, გულითა და ხმით აღავლინე იესოს ლოცვა. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გონების განბნევას გაექცე, ანუ –  საჭიროა ცვალო თემები, თუკი ეშმაკი ახერხებს თემების შეცვლას, შენ მითუმეტეს უნდა შეძლო ეს. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ ზოგჯერ მომსვლელთან საუბრისას სწორედ იმ წუთებში, როდესაც მას მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა ვუთხრა, ვიღაც შემოდის და ჩემს ყურადღებას იქცევს ასეთ დროს ხმაური, ან რაღაც ამის მსგავსი იპყრობს ჩემს ყურადღებას, იმისთვის რომ იძულებული გავხდე და საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ თუკი მაცდური ფიქრობს ამდენს და ასეთ გეგმებს ხლართავს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ მასთან დაპირისპირება?! ჭკვიანურად მოიქეცით და ეშმაკი ხახამშრალი დათოვეთ!
– წმიდაოი მამაო, მწუხარება და მოწყინება მტანჯავს, ნამდვილ სატანჯველს განვიცდი.
– აბა უყურეთ, მისთვის ტანჯვა ჯერ არავის დაუვალებია და ეს უკვე იტანჯება! შენ გაქვს თვითშთაგონება, „მემარცხენე“ აზრები უკვე შენ მდგომარეობად იქცე და ამიტომ იტანჯები, ახლა „მემარჯვენე“ აზრები გჭირდება. შენ სულიერ წარმოებაში მზაკვრული მექანიზმების რეკონსტრუირება უნდა მოახდინო, რათა ისინი კეთილად იქცეს. ყველაზე გამოსადეგი წარმოება ადამიანისათვის ესაა „კეთილი ზრახვების“ ფაბრიკის გახსნა. მაშინ შენი გონება ყველაზე ცუდსა და საძაგელსაც კი კეთილად გარდაქმნის. როდესაც ადამიანის სულს დაინახავ და მასში ანგელოზს აღმოაჩენ, შენც ანგელოზის მსგავსად ზეცაში ამაღლდები. ასეთ შემთხვევაში შენი ცხოვრება ზეიმად, დღესასწაულად იქცევა. მაგრამ თუ ადამიანში მხოლოდ ხრწნადობას ხედავ, თვითონაც ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდი.
– წმიდაო მამაო. ხდება, რომ კეთილ ზრახვებს ავამუშავებ, მაგრამ მალევე მოდის „მემარცხენე“ ზრახვები და მთელი ჩემი კეთილი მცდელობა იფუშება, შესაძლოა იმიტომ, რომ კეთილი ზრახვები გულიდან არ მოდის?
– ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შენი კეთილი ზრახვები გულიდან მოდიოდეს, ხოლო თუ „მემარცხენე“აზრი შემოგიტევს, თქვი:
– „ეს რაღაც გარე აზრია, უნდა განვდევნო, საკითხი დახურულია და განსჯას არ ექვემდებარება“
– წმიდაო მამაო, ხდება, რომ დიდი წვალებით განვდევნი „მემარცხენე“ ზრახვას, მერე კი კვლავ უკან ბრუნდება, ასეთი რამ რატომ ხდება, თუკი საკითხი დახურულია?
– აი ასე, საკითხი კი დახურულია, მაგრამ მაცდური არ იხურება და მუშაობას აგრძელებს. ეშმაკი ცოცხალია, არასოდეს კვდება. ერთი მოხუცი ბერი მიამბობდა: ძაღლს რომ ერთი–ორჯერ მოსცხებ, გარბის, ეშმაკი კი არ გარბის – თავისაზე დგას, აი ამისთანა სინდისგარეცხილია! წასვლა რომ ვაიძულო, ჩემი სენაკის მფარველი წმიდანის ხატის წინაშე ვანთებ სანთელს, ეშმაკები კი მეუბნებიან: „ეს ჩვენ დაგვინთე სანთელი?“ – „აი თქვე მაცდურებო, – ვეუბნები – თქვენ რად დაგინთებდით? – დიახაც,– მომიგებენ ხოლმე – „ შეიძლება ჩვენთვის არ დაანთე მაგრამ ჩვენ გაიძულეთ.“
– წმიდაო მამაო, ღმერთი დაეხმარება იმ ადამიანს, რომელიც დაბრკოლების შეხვედრისთანავე, იწყებს დრტვინვას: „ღმერთო ჩემო რაღა მე დამემართა ასე?“
– აბა ასეთ ადამიანს როგორ დაეხმარება?! საფუძველი ის არის, რომ ადამიანმა ყოველივე კეთილი ზრახვით განმარტოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ნახავს ის სარგებელს, ზოგიერთ ადამიანს (და მის სულიერ ავტომობილს) კარგი ძრავა აქვს, მას ბევრი შესანიშნავი პირობა აქვს სულიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ საჭეს იქით არ ატრიალებს, საითაც საჭიროა, თუკი ის ოდესმე კეთილი ზრახვებისკენ მიმართავს საჭეს, მაშინ ეს ადამიანი საჭირო კურსის არჩევასა და სწრაფ წინსვლას შეძლებს.