მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ზრახვებთან მორიგება
ზრახვებთან მორიგება

–წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მინასტერში სხვადასხვაგვარი ცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლეცვ მათ ამის ნებას?
–არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფრინავები მონასტრის თავზე დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს გვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.
- მაშ რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?
- ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალექი, რომლის გაწმენდაც ჯერაც არ დაგიწყია, მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგენ ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის „მონასტერს“ ან სახლს აიშენებენ, – რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფათ, ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულის დანგრევა.
- წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?

- როდესაც მათ კარამელივით წოვ, შეეცადე რომ მათით არ დატკბე, დიახ–მათით, გარედან შაქრის მინანქარით რომ არიან დაფარულნი, ხოლო შიგნიდან–მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფამდე ამაღლებული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლებული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს „ვერტმფრენებს“ ანუ– ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყონებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნაყოფიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბაღად გადაიქცეს.