მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა
უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა

–წმიდაო მამაო, ხდება ხოლმე, რომ რომელიმე და უსამართლოდ მომეპყრობა, მე ამის მიღება არ შემიძლია და მისდამი გული მიცივდება.
–აბა ერთი მოიცადე! რას გვასწავლის ეკლესია? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, ან თვით შენ რა შემთხვევაში მიიღებ მეტ სარგებელს? კარგი, ვთქვათ, საქმე სწორედ ისეა, როგორც შენ გგონია, ანუ შენ დამნაშავე ერ ხარ. თუკი უსამართლოდ მოგექცნენ, სარგებელს შენ იღებ, ხოლო იმ დას რომელმაც თავის გასამართლებლად ცილინ შენ დაგწამა, მერე უკვე სინდისის ქეჯნა შეაწუხებს, იგი მოინანიებს და შენდამი სიყვარულს იგრძნობს, აქედან გამომდინარეობს არაერთი სიკეთე, არამედ ერთდროულად ორი და სამი, ამით გეძლევა შესაძლებლობა გმდიდრდე და მოხეტიალე ბოშა ქალიდან კეთილშობილ ქალბატონად იქცე. რატომ გინდა, რომ კვლავაც ბოშად დარჩე? როდესაც ღმერთი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამდიდრდე და შენი სიმდიდრე სხვებსაც გაუზიარო?!
–ზრახვა კი მეუბნება, რომ დას ვკითხო, როგორ მიიღო ჩემი საქციელი და რატომ დამწამა ცილი.
–აბა რა! განა ეშმაკი მოითმენს, რომ ცოტაოდენი სულიერი დანაზოგი შეგარჩინოს?! ის თავის მართლებას გაიძულებს, რომ ამით საკუთარი თავიდან ქრისტე გააძევო.
–წმიდაო მამაო, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ზოგჯერ მაინც ეპატიებინათ ჩემთვის შეცდომები.
–გინდა რომ გამართლებდნენ?! კარგი ვთქვათ გაგამართლეს, ამით სულიერად შეიძენ თუ დაკარგავ?
–დავკარგავ.
–მაღაზია რომ გქონოდა, რას ისურვებდი–სარგებლის ნახვას თუ დანაკარგისას?
–სარგებლის.
–მაშ ასე: თუკი არ გვინდა, მატერიალურ, ამაო საგნებთან მიმართებაშიც არ დავკარგოთ რაიმე, მაშინ რაოდენ მეტად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერ საგნებთან მიმართებაშიც არ ვკარგავდეთ ბევრს. ერის ადამიანები მატერიალურ გამორჩენას მისდევენ და ხელიდან არ უშვებენ მას. და განა სულიერ ადამიანებს ეპატიებათ, თუ სულიერ გამორჩენაზე არ იზრუნებენ?! მაგრამ ერის ადამიანები იმდენს რას კარგავენ?! ფულის გაფლანგვით ისინი მხოლოდ მატერიალურ ქონებას კარგავენ, მაშინ როდესაც ჩვენ, თუკი უსამართლობას არ მოვითმენთ, ქარს ვატანთ სულიერ, ზეციურ ქონებას. მთელს ამ ქონებას აქ– მიწაზე ვფლანგავთ, მაშ რატომ უნდა ვანაცვალოთ ზეციური მიწიერს? გარდა ამისა, საბრალო ერის ადამიანები სულიერ უმეცრებაში იმყოფებიან, მაშინ როდესაც ჩვენთვის სულიერი აზრი დაფარული არ არის. მონაზვნები ამისთვის გავხდით, რომ ზეციურინ მოგვეხვეჭა, მაგრამ გამოდის, რომ მიზანი ერთი გვაქვს და მეორე მხარეს კი მივდივართ. თუ ერთ ადამიანს დააწყლულებენ, გვემენ ან დევნიან, მისთვის ეს ძალიან მწარეა. ჩვენ კი მონაზვნები ყოველივე ამას თვითონ უნდა ვესწრაფვოდეთ, ყოველივე ამას ქრისტეს სიყვარულით უნდა ვითმენდეთ. ჩვენ უნდა ველტვოდეთ უპატიობას, შეურაცხყოფას, უარყოფას; რამდენადაც ისინი სულს გვიმდიდრებენ. ოჯახის ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, იმიტომ რომ ცხოვრებისეული საზრუნავი აქვს. ის ხომ იმაზე ფიქრობს, როგორ იცხოვრონ მან და საბრალო მისმა ბავშვებმა, თუკინ თვითონ რეპუტაცია შეელახა ანდა გაკოტრდა. ამიტომ ერის ადამიანებს დანაშაულის შესამსუბუქებელი გარემოება აქვთ, მაშინ როდესაც ჩვენ ასეთ რამეს მოკლებულნი ვართ.

„ როგორ გითხრა მადლობა შენ, ღმერთო ჩემო, რომ ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია?! მართლა ჩემი ჩადენილი რომ იყოს, სინდიდის ქეჯნას ხომ ვერ გავუძლებდი!“ მათთვის ვინც ასე ფიქრობს, ციხე სამოთხედ იქცევა. ან სხვა მაგალითი ავიღოთ, ვიღაცამ უსამართლოდ დამარტყა. „დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, ვამბობ მე,– იქნებ ამგვარად ჩემს რომელიმე ცოდვას გამოვისყიდი, მეც ხომ აღმიმართავს ხელი მოყვასზე.“ ან ტყუილუბრალოდ გამლანძღეს, მე კი მადლობას ვწირავ;“დიდება შენდა ღმერთო, მე ამას დავითმენ შენი სიყვარულისთვის, როგორც შენ დაითმინე ჩემთვის ყვიმრლისცემა და შეურაცხყოფა“.